
თბილისსა და ფოთში, დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი-აუთის მეორე რაუნდის შეხვედრები გაიმართა.
სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „თბილისი სითიმ", „ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და ერთბურთანი სხვაობით 2-1 დამარცხდა. სამი გოლის გარდა, რომელიც ამ შეხვედრაში გავიდა თანაც ორი, 11-მეტრიანით, დღევანდელ დაპირსპირებაში, მსაჯმა ყვითელი ბარათებიც ბევრი უჩვენა - 7, რაც შეხვედრის დაძაბულობაზე მეტყველებს. გოლები მოწინააღმდეგეთა კარში მონაცვლეობით გავიდა, თუმცა, მასპინძლებმა, პირველ ტაიმში პირველი პენალტი გააცუდეს და მხოლოდ დამატებაზე შეძლეს ანგარიშის გახსნა. შემდეგ კი, 11-მეტრიანები გაცვალეს. ამ გუნდების პირველ შეხვედრაშიც, გამარჯვება „ვიტ ჯორჯიამ" მოიპოვა. შესაბამისად, კლუბმა, 2022 წლის სეზონზე, ელიგა 2-ში თამაშის უფლება შეინარჩუნა.
ზემოთაღნიშნულ წყვილში, თუ საპასუხო მატჩამდე, „ვიტ ჯორჯია" ფავორიტად ითვლებოდა, ფლეი-აუთის პირველი რაუნდის შემდეგ, რომელის სფფ-ს რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში 0-0 დასრულდა, საპასუხო მატჩში, ფოთის „კოლხეთი 1913"-სა და „რუსთავს" შორის გამოკვეთილი ფავორიტი, მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლი შეიძლებოდა ყოფილიყო. ვინაიდან, უეფა-ს ეგიდით გამართული თამაშების მსგავსად (სადაც სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმებულია) საქართველოში, ჯერ კიდევ ძველი წესებით ვთამაშობთ, „ფაზისის" სტადიონზე, ფრედ 1-1 დასრულებულ შეხვედრაშიც, ლიგა 2-ის საგზური „რუსთავს", სწორედ, სტუმრად გატანილმა გოლმა მოუტანა.
სხვათა შორის, ამ შეხვედრისას ერთი უსიამოვნო მომენტი ჰქონდა ლეიტმოტივად, ტრიბუნებზე გულშემატკივრის ქმედება, რომელიც, დიდი ალბათობით, სადისციპლინო კომიტეტის განსჯის საგანი გახდება.
სკ "ვიტ ჯორჯიას" ფოტო





ჩვენ








