ბურჯანაძის 11 ქულა ბეტისს ბადალონაში მოსაგებად არ ეყო

12.12.2021
ავტორი: ი.პ.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის ბეტისი ბადალონას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დამარცხდა - 82:84. ბეტისმა ბოლო პერიოდი 12 ქულით მოიგო, მაგრამ მანამდე იმდენს აგებდა, საბოლოო წარმატებისთვის ეს გაქცევა არ ეყო.
ბურჯანაძემ 25:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც თავი 11 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბეტისმა ამ სეზონში მეთერთმეტედ წააგო. ბურჯანაძის გუნდი მე-18 ადგილზეა. ბექას კლუბი მომდევნო ტურში ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშებ, რომელიც ამ დროისთვის მე-8 ადგილზეა."





ჩვენ








