
ბოლნისის „სიონის" შემდეგ, 2022 წლის სეზონიდან ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-ის კიდევ ერთი გუნდი, ერთი ლიგით დაწინაურდა. 10-წლიანი შესვენების შემდეგ, „გაგრა", რომელმაც, 2020 წლის სეზონზე საქართველოს თასი მოიგო და იმ წელს, უეფა-ს ევროტურნიურზეც იასპარეზა, ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
ძლიერთა შორის გადმოსასვლელ ფლეი-ოფში, „გაგრა" კიდევ ერთ შავისზღვისპირულ გუნდს, ქობულეთის „შუქურას" დაუპირისპირდა. ქობულეთში, ჩელე არენაზე მშრალად დასრულებული პირველი შეხვედრის შემდეგ, საპასუხოში, მასპინძლის „ფორა" გაგრელთა მხარეს იყო, რაც აფხაზეთის წარმომადგენლმა გუნდმა, კარგად გამოიყენა და დღეს, თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში, საჭირო გოლი, შეხვედრის დებიუტშივე, მე-7 წუთზე გაიტანა. ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა გოლეადორმა, თამაზ მაქაცარიამ გაიტანა, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის დროს 23 გოლი ჰქ.ონდა გატანილი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის მანძილზე, უპირატესობას, მათ შორის ბურთის ფლობი (60%) „შუქურა" ფლობდა, კარის ჩარჩოშიც გიორგი შაშიაშვილის გუნდმა უფრო მეტჯერ, 6-ჯერ დაარტყა („გაგრამ" მხოლოდ 4-ჯერ), სწორედ, მაქაცარიას გოლი გახდა, ელიგის საგზურის ტოლფასი გოლი.
დღეს, მოგვიანებით, ელიგის მეორე საგზურის ბედი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაირკვევა
სკ „გაგრას" ფოტო





ჩვენ








