ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი - ქართული გუნდის მოსავალი ხორვატიაში
ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი - ქართული გუნდის მოსავალი ხორვატიაში
12.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩელენჯერის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ხორვატიაში ჩატარდა 10 დეკემბერს, გვიან ღამით, სპორტულ წვილებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. 10 ქვეყნის 17 წყვილს შორის იყვნენ კარინა საფინა და ლუკა ბერულავას, ასევე,  ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის წყვილები. ქართველ წყვილებს, საკმაოდ ძლიერი კონკურენტების წინააღმდეგ, აშშ-დან, რუსეთიდან და კანადიდან მოუხდათ ასპარეზობა. განსაკუთრებით, გამოსაყოფი, ვანესა ჯეიმსისა და ერიკ რეტფორდის კანადური წყვილია, რომელიც სხვადასხვა წლებში,  სხვა მეწყვილეებთან ერთად ევროპისა და  მსოფლიოს  ჩემპიონების  ტიტულს  ფლობდნენ.

საფინა-ბერულავას წყვილმა, მოკლე პროგრამის შემდეგ 66.95 ქულით, კარინა და ლუკა ლიდერები გახდნენ, თუმცა, რამდენიმე სერიოზული ტექნიკური შეცდომის გამო, ორი პროგრამის ჯამში მათ, 179.33 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ, მე-7 პოზიციით  დაასრულეს ასპარეზობა.  ქართული წყვილისთვის, ხორვატიაში გამართული შეჯიბრი სენიორებს შორის მეორე სერიოზული სტარტია, შესაბამისად, ახალგაზრდა წყილის ეს შედეგიც, საიმედო პექრსპექტივად შეგვიძლია ჩავთვალოთ.


მეორე ქართულმა, სპორტულმა  წყვილმა, მეტელკინა-პარკმანმა, სტაბილუარდ იასპარეზა ორივე პროგრამაში, ტექნიკური ელემენტების  დამაჯერებელი  შესრულებითა  და საკმაოდ მაღალი კომპონენტური  შეფასებით, ორი პროგრამის ჯამში  189.60 ქულით მეორე  ადგილი და ვერცხლის მედალები დაიმსახურა. ჩვენებურებმა, წინ მხოლოდ, ამერიკული  წყვილი გაუშვა.


"Golden spin of Zagreb- 2021"-ზე, მედლების პირველი კომპლექტი კი, ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში გათამაშდა, რომელშიც 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელს შორის, საქართველოს გუნდის ახალი წევრი ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. საქართველოს წარმომადგენლემა მოკლე პროგრამაში 65.68 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი, 118.61 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, 184.29 ქულით ყველა მოწინააღმდეგეს გადაუსწრო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გუბანოვამ, მიმდინარე სეზონში, ფინეთში გამართული შეჯიბრის შემდეგ, მეორე სეროზული ტურნირი იყო.


ხორვატიაში მინდინარე ჩელენჯერის ეტაპზე, რომელიც სისაკში, 9-11 დეკემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა, ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში იასპარეზეს მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ. ყვითელაშვილმა, მოკლე პროგრამაში, 58.53 ქულით მხოლოდ 22-ე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში, 168.08  ქულით მესამე ადგილზე გავიდა და საბოლოოდ,  226.61 ქულით, მე-8 ადგილს დასჯერდა ორჭდში. სამწუხაროდ, ყვითელაშვილის ეს არასტაბულური გამოსვლა, განსაკუთრებით მოკლე პროგრამაში, ქართველ სპორტსმენს, საპრიზო ადგილებს აშორებს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის, მორისი ამ ნაკლოვანების გამოსწორებას მოახერხებს.


სტაბილურად გამოვიდა ორივე პროგრამაში, ახალგაზრდა ნიკა ეგაძე. ქართველმა მოციგურავემ, ორჭიდში, 214.64  ქულით, მე-11 ადგილი დაიკავა. ეგაძემ, მოკლე პროგრამის შემდეგ, ეგაძე 73.56 ქულით მე-9 იყო, თავისუფალში კი, 141.08 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა. აქ, ჩვენიანი ერთი ადგილით სწორედ, ყვითელაშვილმა „ჩააჩოჩა".


ბოლო სახეობაში, სპორტულ წყვილთა შორის ტურნირის განაცხადში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილიც იყო. თუმცა, რევიას ჯანმრთელობის გამო, წყვილს არ უასპარეზია. იემდს ვიტოვებთ, რომ რევია, პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის სრულიად ჯანმრთელი და რეაბილიტურებული იქნება.


ხორტვატიული ტურნირი  ქართველი მოციგურავეებისათვის ბოლო იყო 2021 წელს.