„ტორპედო“ ელიგაში დარჩა
„ტორპედო“ ელიგაში დარჩა
12.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის „ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ორი ფლეი-აუთის შემდეგ, ტორპედოელებმა 3-2 გაიმარჯვეს და ძლიერთა შორის დარჩნენ.

რამაზ შენგელიაზე, ტოროედოელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობაც, თამაშის სტარტზევე, სწორედ მათ ჰქონდათ. მარტვილის გუნდი, ძალიან იყო დაცვაში ჩამჯდარი და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირების დროს მიღწეულ შედეგს, „მერანის" ფეხბურთელები ისე უფრთხილდებოდნენ, რომ დაცვაში მყარად „ჩაჯდნენ" და ალბათ, რომ არა, მეგრული გუნდის მეკარის, გიორგი ბეგაშვილის კარგი თამაში, ანგარიში პირველივე ტაიმში გაიხსნებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მშრალად, 0-0 დასრულდა, „ტორპედოს" ბურთის ფლობის 76 % ჰქონდა და კარის მიმართულებით, 13-ჯერ დაარტყეს, მაშინ როცა, „მერანი" ბურთს, მხოლოდ კონტრშეტევების დროს ფლობდა და კარისკენ ერთხელ ჰქონდა დარტყმული.


„მერანს", დიდად, არც მეორე ტაიმში შეუცვლია არაფერი და მხოლოდ, გოლის შემდეგ გააქტიურდნენ. გოლი კი, თორნიკე ახვლედიანის ერთ-ერთი მწვავე მომენტის შემდეგ დანიშნული 11-მეტრიანით, 65-ე წუთზე მათე ცინცაძემ გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე კვლავ თორნიკე ახვლედიანის, მათე ცინცაძის  და ვასილი კარაგუნისის ჩართულობის შემდეგ გოლი ალეკ მუდუმუმ გაიტანა. „ტორპედომ" თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. იქ კი, კი 102-ე წუთზე, „ეროვნული ლიგის" გოლი, თავად თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. „ტორპედომ" 3-0 მოიგო.


სხვათა შორის, ალბათ, მარტვილის „მერანს" ცოტა მეტი გამოცდილება და კლასი, რომ ჰქონოდა, ორბურთან ჰენდიქაფს ასე მარტივად არ გაანიავებდა. ფაქტია, რომ რამდენიმე მომენტში, ამ წყვილის ბედის გარკვევა, შეიკნე სილას შეეძლო, თუმცა, მალელმა თავდამსხმელმა, ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.