
ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ დღეს, საფრანგეთის ქალაქ პოში მიმდინარე ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი, კლუბმა "ორლეანის" შემადგენლობაში მოიგო.
სანდრო ბაზაძის, ბოლად აპიტის, სებასტიენ პატრისისა და ჟან-ფილიპ პატრისისთან ერთად, ფინალში მასპინძლებს, ქალაქ პოს ფარიკაობის კლუბს დაუპირისპირდა დამაჯერებლად 45-31 გაიმარჯვა.
ამ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე, ბაზაძემ, პოში გამართულ, CN2 Elite Sabre შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა, ფინალში, ბოლად აპიტისთან 14-15 წააგო. აღნიშნულ ტურნირში საუკეთესო ფრანგ ხმლით მოფარიკავეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო და ბექა ბაზაძეები, ასევე ქართული პასპორტის მქონე, ნიკოლა რუსე საფრანგეთის ქალაქ ორლეანის ფარიკაობის კლუბში ვარჯიშობენ. მათ, ერთი თვის წინ ლიკა ჯიჯეიშვილიც შეუერთდა და ქალთა ტურნირშიც იასპარეზა. ჯიჯეიშვილმა, რომელსაც საუკეთესო ოთხეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და შეჯიბრი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.
ქართველი მოფარიკავეები თბილისის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელიც 14-17 იანვარს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.





ჩვენ








