თელავის სპონსორი m2 გახდა
თელავის სპონსორი m2 გახდა
28.02.2018
ავტორი:

დღეს, 28 თებერვალს კომპანია "m2 უძრავი ქონება" საფეხბურთო კლუბ თელავის სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და თელავის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარკელიშვილი ესწრებოდნენ.

თელავის ახალ სასპონსორე ხელშკრულებაზე, ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა „მნიშნველოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ფეხბურთში. ეს ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა, ბევრს ვმუშაობთ ამისთვის და დღევანდელი დღეც ამის დასტურია" - აღნიშნა შეხვედრაზე ლევან კობიაშილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

m2-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს ახალი ტალანტების აღზრდის და ეროვნულ ლიგაში დაწინაურების საქმეში დაეხმაროს.

"მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ თელავის გენერალური სპონსორები გავხდით. m2-სთვის მნიშვნელოვანია სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსნებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასუმტროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი თელავში. ჩვენი პოლიტიკდან გამომდინარე, ყველგან სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მოვიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა", - ამბობს, m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

მასალა მომზადებული ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის მიერ