ორი წილისყრა და პირველში დაშვებული შეცდომების გამოსწორება
ორი წილისყრა და პირველში დაშვებული შეცდომების გამოსწორება
13.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირის წილისყრისას, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში გაპარული შეცდომის გამო, წილიყრა ორჯერ ჩატარდა. საქმე ისაა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის შესაბამისად, გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთად ასპარეზობდნენ, 1/8 ფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ, არ წყვილდებიან. დღეს, ჩატარებული წილისყრის შემდეგ კი, „ვილიარეალი" და „მანჩესტერ იუნაიტედი", რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფში ორჯერ შეხვდნენ და ორივე თამაშში მანჩესტერელებმა იმარჯვეს. თუმცა, ეს არ იყო, უეფა-ს საშეჯიბრო განყოფილების მიერ დაშვებული ერთად-ერთი შეცდომა - „ატლეტიკოს" სავარაუდო მეტოქეების კალათში, არ იყო ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქის სახელით ბურთულა.

ასეა თუ ისე, პირველადი წილისყრა უეფა-მ გაუქმებულად გამოაცხადა და ცოტა ხანში, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, ის ხელახლა ჩაატარა. შედეგად, გაირკვა წყვილთა ვინაობა, რომლებიც, 1/8 ფინალის შეხვედრებს 15-16 და 22-23 თებერვალს, საპასუხოებს კი, 8-9 და 15-16 მარტს გამართავენ.


"ზალცბურგი" (ავსტრია) - "ბაიერნი" (გერმანია)

"სპორტინგი" (პორტუგალია) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "აიაქსი" (ნიდერლანდები)

"ჩელსი" (ინგლისი) - "ლილი" (საფრანგეთი)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

"ვილიარეალი" (ესპანეთი) - "იუვენტუსი" (იტალია)

"ინტერი" (იტალია) - "ლივერპული" (ინგლისი)

"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი) - "რეალი" (ესპანეთი)


აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს რეგლამენტის შესაბამისად, განთესილი გუნდები (ის გუნდები, რომლებმაც, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილები დაიკავეს) საპასუხო შეხვედრებს გამართავდნენ სახლში, პირველს კი გასვლაზე.