რეზო მიშველაძემ საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა
რეზო მიშველაძემ საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა
13.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური


ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენლმა მოახერხა მედლების მოპოვება. ამჯერად, ორი მედლი 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძემ მოიპოვა.


დავითაძემ ატაცში 171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. თუმცა, მედლის გარეშე დარჩა აკვრაში, სადაც მხოლოდ, 199 კილოგრამით მეშვიდე პოზიციაზე აღმოაჩნდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო.


აღსანიშნავია, რომ რეზი დავითაძემ  მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.


შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ) მოიპოვა. სულ ტაშკენტში ფიცარნაგზე 10 ქართველი ძალოსანი გამოვა.


14 დეკემბერი 07:30 საათი

96 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი

12:00 საათი

96 კგ -  ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი 12:00 საათი

102 კგ - ზაზა ლომთაძე. ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი

09:00 საათი

+109 კგ - ბაქარ თურმანიძე

15:00 საათი

+109 კგ - ლაშა ტალახაძე