
ტაშკენტში მომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღე, ქართველი ძალოსნებისთვის მედლის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დღე, ფიცარნგზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ანტონ პლესნოი ასპარეზობდა.
96კგ წონითი კატეგორაში, B ჯგუფში მოასპარეზე ლესნოიმ ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, ჩვენებურმა, აკვრაში, პირველ მისვლაზე 190 კგილოგრამი დააფქისირა, თუმცა, ძველმა ტრავმამ თავი იჩინა, რის გამოც მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილებით სპორტსმენმა დანარჩენ მისვლებზე უარი განაცხადა. პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კილოგრამი დააგროვა და გუნდს მნიშვნელოვანი ჩათვლითი ქულები მოუტანა, თუმცა, თავად, ამ ჯერზე მედლის გარეშე დარჩა.
ხვალ, 15 დეკემბერს ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ასპარეზობას 12:00-დან დაიწყებენ. 102 კგ წონითი კატეგორიაში, ჩვენი ნაკრებიდან ძალებს ირაკლი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე მოსინჯავენ. ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვლენ.





ჩვენ








