
დეკემბერში, მიმდინარე წლის ბოლოდმე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16 და 18 დეკემბერს სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 21 და 22 დეკემბერს კი, ყირგიზეთს შეხვდება. ამ ამხანაგური თამაშებისთვის ჩვენი ნაკრები რამდენიმე დღეა ემზადება. ცნობილია, რომ სერბეთთან დაპირისპირებას ზვიად კუპატაძე გამოტოვებს. თუმცა, ის, გუნდის შემადგელობაში, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა. საქართველოს ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე, ავთანდილ ასათიან გამოძახებული ჰყავს:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი),თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)
ამხანაგური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩებზე დარბაზის ტევადობის 33 %-ის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი, შეგახსნეებთ, რომ ნიდერლანდებში 19 იანვრიდან - 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








