3×3 კალათბურთში WinterCup2021-ის სერიის პირველი გამარჯვებული Old school გახდა
3×3 კალათბურთში WinterCup2021-ის სერიის პირველი გამარჯვებული Old school გახდა
16.12.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

3×3 კალათბურთში ზამთრის სერიები დაიწყო. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სეზონის უმთავრესი 3×3 საკალათბურთო ღონისძიების - Geotour-ის გარდა პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის ტურნირები. ზამთრის სერიები სახელწოდებით WinterCup2021 დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა.


ტურნირში, რომელშიც 18 წელს გადაცილებული კალათბურთელები მონაწილეობდნენ, 11-მა გუნდმა იასპარეზა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: მუხბე - GREEN ROOM, EASY - OLD SCHOOL. ორივე ნახევარფინალი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. GREEN ROOM-მა (რეზი მაღლაფერიძე, ვაკა ბიჭაშვილი, კახა გიორგაძე, ბექა ქარცივაძე) მეტოქეს 14:11 აჯობა, ხოლო OLD SCHOOL-მა (დავით ბარბაქაძე, რიჩარდ მათიაშვილი, ბიქტორ კოღუაშვილი, საბა სირაძე) შედარებით იოლად - 21:16 იმარჯვა.


ფინალურ მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა. ანგარიშით 21:18 საბოლოოდ OLD SCHOOL-მა იმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. საპრიზო ფონდიდან პირველ ადგილზე გასულ გუნდს 500, ხოლო მეორეს - 300 ლარი გადაეცა. პრიზიორები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.