საქართველოს სკი-კროსის წარმომდგენლებმა ჩეხეთში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს სკი-კროსის წარმომდგენლებმა ჩეხეთში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
16.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამი ქართველი სპორტსმენი, დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე ჩეხეთის სათხილამურო კურორტ მონინეცში, FIS-ის სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობდნენ. საქართველოს სკი-კროსის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებმა, ძალებს ორი დღის მანძლზე სცდიდნენ. ტურნირში, მასპინძელი ჩეხეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და საქართველოს წარმომადგენლები ასპარეზობდნენ.




14 დეკემბერს, ასპარეზობის პირველ დღეს, ჩვენი ნაკრების წევრმა დავით თედიაშვილმა მეორე შედეგი აჩვენა და FIS-ის 40 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხე ადგილზე გავიდა ბექა ბერძენიშვილი 25 სარეიტინგო ქულით, ლაშა კურტანიძე კი მერვე იყო, 16 სარეიტინგო ქულით.


14 დეკემბრის ოფიციალური შედეგები


ასპარეზობის მეორე დღეს, 15 დეკემბერს ქართულმა გუნდმა საკუთარი შედეგები გააუმჯობესა და შესაბამისად, სარეიტინგო ქულებიც უფრო მეტი მიიღო. თედიაშვილი მეორე სტარტის გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილთან ერთად 50 ქულა დაიმატა საერთო რეიტინგში, მესამე იყო მერძენიშვილი (ეტაპის სარეიტინგო 30 ქულით) და მეექვსე შედეგი აჩევნა კურტანიძემ (ეტაპის სარეიტინგო 20 ქულით)


15 დეკემბრის ოფიციალური შედეგები


შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც ბაკურიანი მასპინძლობს. მანამდე კი, FIS-ის მიერ საქართველოსთვის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიძების ერთ-ერთი პირობის შესაბამისად, ქართული ზამთრის კურორტი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მთელი რიგი ტურნირების მასპინძლობას აგრძელებს. მაგალითად, ბაკურიანი 2022 წელს ოთხ საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. საქართველოში, ევროპის თასის ორი შეჯიბრი სნოუბორდში, პარალელურ და გიგანტირ სლალომში, ასევე, მსოფლიო თასის ორი ეტაპი ჩატარდება სლოუფსთაილის სახეობაში, თხილამურსა და სნოუბორდში.

 



ჩეხეთის შემდეგ, კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ამჯერად, საქართველოს სნოუბორდის ნაკრები წევრი რევაზ ნაზღაიძე, იტალიაში გაემგზავრება სადაც  16-18 დეკემბერს, სამთო კურორტებზე, კარეცასა და კორტინა დამპეცოში მსოფლიო თასის ეტაპებზე გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.