მესხზე, 11 აგვისტოს შეწყვეტილი მატჩი დასრულდა
მესხზე, 11 აგვისტოს შეწყვეტილი მატჩი დასრულდა
15.08.2017
ავტორი:

დღეს, თბილისში, მესხი-2-ზე ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეწყვეტული მატჩი განახლდა „ლოკომოტივსა" და „ტორპედოს" შორის. სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, გუნდებმა მატჩის დარჩენილი 5 და მსაჯის მიერ კომპენსირებული 4 წუთი ითამაშეს. 11 აგვისტოს, მატჩის შეწყვეტამდე ანგარიში იყო 2:0 „ლოკომოტივის" სასარგებლოდ. ანგარიში არც 14 აგვისტოს შეცვლილა.
„22-ე ტურში, "ტორპედოს" სახით, ძლიერი მეტოქე გვყავდა. კარგადაც შევისწავლეთ და თამაშისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდით. „საბურთალოსთან" წაგების შემდეგ, გამარჯვების გარდა, სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა. სამწუხაროა, რომ 11 აგვისტოს, „მესხზე" მომხდარი ინციდენტის გამო, თამაში შეწყდა და მისი დასრულება დღეს მოგვიხდა. ამ მატჩში დარჩენილი სათამაშო დროის, მოუხედავად, 9 წუთშიც „ტორპედომ" დაგვანახა, რომ სერიოზულად იყო განწყობილი. ამდენად, სასიხარულოა, რომ "ლოკომოტივისთვის" მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაც მოვახერხეთ"- დაწერა ნიკა ჭანტურიამ, თავის ოფიციალურ გვერდზე თამაშის დასრულების შემდეგ.