
კიდევ 2 წლით საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკი" იქნება. ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და "ვითიბი ბანკის" ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოაწერეს ხელი.
„ვითიბი ბანკი" კვლავ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს,"- ამბობს, „ვითიბი ბანკის" ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.
„ვითიბი ბანკი" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი 2016 წლიდან არის. თანამშრომლობის 2 წლის გადასახედიდან, სწორედ, „ვითიბი"-ს მიერ გაკეთებული ინვესტიციის დახმარებით გახდა შესაძლებელი, ეროვნული ნაკრებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ამას გარდა, სწორედ „ვითიბი ბანკის" უშუალო მონაწილეობით მოხერხდა 2017 წელს, საქართველოში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის უმაღლეს დონეზე ჩატარება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისას პარტნიორებმა, გასული თანამშრომლობის შეფასების გარდა, მომავალი 2 წლის მოლოდინებზეც ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. სასიამოვნოა, რომ ვითიბი ბანკი კვლავ ჩვენი პარტნიორი იქნება და ერთობლივად გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ თამაშებს 2018 წლის სეზონზე, ჩვენი გუნდი მარტში ჩაატარებს.
თავდაპირველად, ეროვნული ნაკრები 24 მარტს, ლიტვასთან გამართავს შეხვედრას. შემდეგ თამაშს კი, ვლადიმირ ვაისის გუნდი, 27 მარტს, ესტონეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ორივე შეხვედრა უეფას ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში გაიმართება.





ჩვენ








