ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
16.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიბრალტარი, ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთი, კარგად ნაცნობ მეტოქეებთან საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნილ ნაკრებს 2022 წელს უეფა-ს ერთა ლიგაზე, კვლავ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. დღეს, შვეიცარიაში, ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში, სწორედ, ეს ნაკრებები დაუწყვილდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ჯგუფში.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის მორიგ გათამასებაში C ლიგაში ასპარეზობს, წილისყრის შემდეგ, სწორედ ზემოთხსენებულ ნაკრებებთან ერთად მეოთხე ჯგუფში მოხდვა. ერთა ლიგის ახალი სეზონი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2022 წლის 2-8 ივნისს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 8-14 ივნისს გაიმართება.  მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები 22-27 სექტემბერს ჩატარდება.


უეფას ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, აგრეთვე თამაში მესამე ადგილისთვის და  ფინალური შეხვედრები 2023 წლის 14-18 ივნისს გაიმართება.


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების ზუსტი კალენდარი, ოდნავ მოგვიანებით, გაირკვევა.


იხილეთ, როგორ დაწყილდნენ გუნდები ყველა ლიგაში, შემდეგ ბმულზე.