
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების სათამაშო კალენდარი ცნობილია. უეფა-ს ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის პირველ შეხვედრას, ჩვენი გუნდი 2 ივნისს, სახლში გამართავს და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ერთა ლიგის თამაშებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, კონკრეტულად რომელ ქალაქებში და სტადიონებზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები C ლიგაში ასპარეზობს და ჯგუფში, ყველა მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობია - გიბრალტარი, ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთი. უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩატარებული წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგიც გახდა ცნობილი.
I ტური - 2 ივნისი
საქართველო - გიბრალტარი
ბულგარეთი - ჩრდილოეთ მაკედონია
II ტური - 5 ივნისი
ბულგარეთი - საქართველო
გიბრალტარი - ჩრდილოეთ მაკედონია
III ტური - 9 ივნისი
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო
გიბრალტარი - ბულგარეთი
IV ტური - 12 ივნისი
საქართველო - ბულგარეთი
ჩრდილოეთ მაკედონია - გიბრალტარი
V ტური - 23 სექტემბერი
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
ბულგარეთი - გიბრალტარი
VI ტური - 26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონია- ბულგარეთი





ჩვენ








