ტრადიციულად წელი ქართული რეკორდით დასრულდა
ტრადიციულად წელი ქართული რეკორდით დასრულდა
17.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მე-5 მოიგო. მორიგ ტუტულთან ერთად, ქართველმა ძალოსანმა, ახალი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა. შესაბამისად, 2021 წელი ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატით და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.


ასპარეზობის, ბოლო დღეს მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ) მოასპოარეზე ოლიმპიური თამაშების ორგზის, ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის და უკვე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ატაცში 225 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 267 დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამით მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში, ტალახაძემ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დამყარებული საკუთარი რეკორდები (შესაბამისად - 223, 265 და 488 კგ) გააუმჯობესა.


ტალახაძის მორიგ რეკორდამდე კი,  მსოფლიო ჩემპიონატზე +109კგ წონითი კატეგორიის B ჯგუფში, საქართველოს ნაკრების წევრმა ბაქარ თურმანიძემ იასპარეზა. ჩვენებურმა, ატაცში 171/176 დაძლია და ჯგუფში მე - 6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა, აკვრაში თავი 210/218 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-6 იყო.  იგივე პოზიციაზე გავიდა საბოლოოდ,  ორჭიდის ჯამში დაგროვილი 394 კილოგრამით.


ოქროს ფინიშამდე კი, უმედლოდ დასრულდა 15 დეკემბერი. ამ დღეს ფიცარნაგზე ორმა ქართველმა იასპარეზა.  102კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის B ჯგუფში, საქართველოს  ირაკლი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე წარმოადგენდნენ.  ირაკლი ჩხეიძემ, ატაცში 157/162 კილოგრამი დაძლია და ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვა. ამასთან, ჩხეიძემ, აკვრაში დაძლეული 193/201 კილოგრამით  პირველი საფეხური დაიკავა, ხოლო ორჭიდის 363 კილგრამით მეორე იყო.   ზაზა ლომთაძემ კი, ატაცში 151/155/158 კილოგრამის ძლევით მე-5 ადგილი დაიკავა.  ძალოსანმა აკვრაში თავი 187/193  კილოგრამს გაართვა და მესამე საფეხურიც დაიმსაუხრა. მესამე იყო ორჭიდის ჯამშიც,  დაგროვილი  351 კილოგრამითაც.




საერთო ჯამში, გიორგი ასანიძის ხელმძრვანელობით, საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა  ტაშკენტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მედელების ჩათვლაში გუნდურ მე-3 ადგილი დაიკავა.  ქართველმა ძალოსნებმა 8 მედალი აიღეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.