
გიორგი ყრუაშვილს, ფიფა-ს პირველი კატეგორიის მსაჯის წოდება მიანიჭეს. ქართველი საფეხბურთო მსაჯი ფიფას კლასიფიკაციაში დააწინაურეს. ახალი სტატუსი, ყრუაშვილს, ახალ პერსპექტივებს უხსნის და უფლებას აძლევს, უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.
ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებსაც, სწორედ მას ანდობენ. თუმცა, 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზეც აქტიურად მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან (ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო ¼ ფინალურ და ფინალურ მატჩებზე მეოთხე მსაჯი იყო ირაკლი კვირიკაშვილი) ერთად, გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.
![]() |
![]() |
სფფ-ს ინფორმაციით, კიდევ ორი ქართველი ირაკლი კვირიკაშვილი და გოგა კიკაჩეიშვილი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის მსაჯები არიან.





ჩვენ










