
დღეს საღამოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ IJF-ის 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა. წლის 9 ნომონაციიდან, ექვსში, საუკეთესოები გულშემატკივრებმაც გამოავლინეს. ორ ნომინაციაში კი, ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე, იყვნენ ნომინანტთა შორის დასახელებულნი. შესაბამისად, 10 დეკემბრამდე, ყველა გულშემატკივარს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე შეეძლო 24 ერთხელ, თავისი სასურველი კანდიდატისთვის ხმა მიეცა.
„ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის გამარჯვებული, ტატო გრიგალაშვილისგან ესტაფეტა ილია სულამანიძემ აიღო. სულამანიძე, ბევრ ძალიან საინტერესო ძიუდოისტთან ერთად იყო დასახელებული საუკეთესოს ტიტულისთვის, სადაც მას, აი ცუნოდა (ესპანეთი), მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი), საიტო ტაცურუ (იაპონია) და დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი) ეცილებიან. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ილია სულამანიძე 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. გარდა ამისა, უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
IJF-მა, ლაშა შავდათუაშვილი „წლის საუკეთესო" ძიუდოისტის" ნომინაციაში წარადგინა. ქართველს, კონკურენციას, მატია კასე (ბელგია), ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია),ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და ჰიფუმი აბე (იაპონია) უწევედნენ. შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დროს, მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რითაც გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე დიდი შეჯიბრება ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული. საბოლოოდ, საკმაოდ დიდ კონკურენციაში, შავდათუაშვილმა გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა.
2021 წლის პირველი გამარჯვებული კი, სამწვრთნელო მიღწევებისთვის, კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთვნელი დრიტონ კუკა გახდა. საუკეთესო ქალი ძიუდოისტი დისტრია კრასნიკი გახდა კოსოვოდან.
იაპონელი სარა ასაჰინა გახდა „წლის მომენტის" ნომინაციის გამარჯვებული. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, ამ ნომინაციაში წარმოადგენლი იყვნენ ის სპორტსმენები, თუ ცალკეული გუნდები, რომლებმაც თავი, განსაკუთრებული ქმედებით დაგვამხასორეს - ძიუდოსიტმა ქალმა, მას შემდეგ, რაც მისმა მეტოქემ უნგრეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრძოლის დროს ფეხი იტკინა და სარასაც ვადაზე ადრე მოგება ჩაეთვალა, დაშავებული მეტოქე, ტატამიდან ზურგზე მოკიდებული გაიყვანა.
და ბოლოს, წლის იპონის ნომინაციაში, იტალიის წარმომადგენელმა, ანჯელო ფანტანომ გაიმარჯვა.
ფოტო: (c) Sabau Gabriela





ჩვენ








