
ქართული ოლიმპიური ისტორია დამოუკიდებლობის პერიოდში, ასეთია თემა ორიგინალური ფოტო-გამოფენის, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შადრევნის გარშემო გაიხსნა.
„ფოტოფინიშის" მონაწილეც, გამოფენის მიზნიდან გამომდინარე - თავი მოეყარათ დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური გუნდების ყველაზე საინტერესო მომენტებისთვის ერთ სივრცეში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადით დასრულებული, სწორედ ის ფოტოგრაფები არიან, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი აკრედიტაციები მიეღოთ და შემდეგ, მასებამდე, ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები შემოენახათ.
სპორტული ფოტოს (უკვა ტრადიციული „სპორტფოტოს" პარალელურად) კიდევ ერთი ახალი პროექტის „ფოტოფინიშის" ფარგლებში, რომელიც 25 დეკემბრამდე გასტანს, ამჯერად, ექვსი სპორტული ფოტოგრაფის: პაატა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე კოტორაშვილის, ავთანდილ გურასაშვილის, გიგა გურასაშვილის, თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის 100-ზე მეტი ფოტონამუშევრა წარმოდგენილი. გამოფენილია ასევე ფოტოები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არქივიდან.

პროექტის ავტორის, თამარ ყულუმბეგაშვილის განმარტებით, ახალი პროექტი, ამ სახით, გაცნობის მიზნით მოეწყო და მომავალში ის სხვა, საკონკურსო დატვირთვით წარსდგება სპორტული ფოტოს მოყვარულთა და საერთოდ, ფოტო-მოყვარულთა წინაშე. შესაბამისად, 2022 წლიდან, სპორტულ ფოტოგრაფებს, საქართველოში საშუალება ექნებათ, კიდევ ერთი პოპულარული პროექტი „ქოლგას" მსგავსად, „ფოტოფინიშშიც" სცადონ ბედი სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესოებს კი, ისევე, როგორც სხვა კონკურსებში ჟიური შეარჩევს.
TSFF.Ge კი, რომელიც თავისმხრივ ყოველწლიური პროექტის „სპორტფოტოს" ავტორია, ახალი წლიდან „ფოტოფინიშთანაც" გეგმავს მეგობრობას, რადგან ორივე პროექტი, საბოლოო ჯამში, თაობებისთვის საინტერესო სპორტული კადრების შემონახვას გულისხმობს. ჩვენი გვერდი, წარმატებას უსურვებს ახალ პროექტს და მასთან ერთად, ქართველ სპორტსმენებს, რომელთა გარეშეც, ფოტო-კადრები მნიშვნელობას მოკლებული იქნებოდა.


„ფოტოფინიშის" ფოტოები





ჩვენ








