
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებსი, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა, ორ დღეში, 14 და 18 დეკემბერს ჩაატარა. ნაკრების მთავრი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის განმატებით, სპარინგად ისეთი სიძლიერის გუნდი შეარჩია, რომლის მსგავს გუნდებთანაც, იანვრის ბოლოს, მის გუნდს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოუწევს თამაში.
„ფაქტია, რომ სამუშაო გვაქვს ძალიან დიდი. ვფიქრობ, ბიჭები უკვე მიეჩვივნენ, მიიღეს დიდი გამოცდილება და სერბეთის დონის გუნდებს, უკვე ტოლს არაფერში უდებენ, ერთი-ერთში ვეთამაშებით ყველა ასპექტში. ეს კარგია, გუნდი იზრდება, ევროპის ჩემპიონატი ამ ზრდის კულმინაცია იქნება და ეს არის ყველანაირად საფუძველი, რომ ჩვენ მუშაობა გავაგრძელოთ. ჩანს, რომ საქართველოში ფუტსალს დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, სერბეთან ორ-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ.

ცნობისთვის, სერბეთის ნაკრები ამ მომენტისთვის უეფა-ს რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა (საქართველო, მე-18 პოზიცია). ევროპის ჩემპიონატზე კი, A ჯგუფში, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. შესაბამისად, სერბებიც, ისევე, როგორც ჩვენი ნაკრები, სწორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან.

ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში კი, ორ-რაუნდიანი სპარინგის პირველი შეხვედრა, სერბეთის წინააღმდეგ, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და რონინიოს გადაცემის შემდეგ, გოლი, ელისანდრომ გაიტანა. სტუმრებმა, წონასწორობის 30-ე წუთზე აღადგინეს, დენის რამიჩის უძლიერესი დარტმით. ამ შეხვედრაში, ასათიანის გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით დაიწყო თამაში - ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი.

ერთი ფეხბურთელი შეცვალა სასტარტო შემადგენლობაში, მეორე სპარინგის დროს, ავთანდილ ასათიანმა, ბრუნო პეტრის ნაცვლად, ამჯერად, თამაში ღავთაძეს დააწყებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ, ამ შეხვედრის პირველ ნახევარში სერბები ოდნავ გვჯობნიდნენ, ანგარიში, საქართველოს ნაკრებმა გახსნა. ანგარიში, მე-8 წუთზე ელისანდრომ გახსნა. მერე ტაიმის დასაწყისში, ჩვენმა ნაკრებმა, 21-ე წუთზე, თალესის, 22-ზე კი, ელისანდროს დუბლის წყალობით, შეხვედრა 3-0 წაიყვანეს და სერბებსაც, თითქოს, ბრძოლოს სურვილი ჩაუკლეს. ელისანდრომ 29-ე წუთზე, ყველაფერთან ერთად, ჰეთ-თრიქიც შეასრულა. თუმცა, ოთხი გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა, როგორც ჩანს, საქმე გაკეთებულად ჩათვალა და სულ რაღაც, სამი წუთით, მაგრამ კონცენტრაცია დაკარგა - შედეგად კი, 3 გოლი მიიღო. 35-ე წუთზე რამიჩმა გაგვიტანა, 37-ე წუთზე კი, 40 წამიან ინტერვალში, ჩვენი ნაკრების კარი, ტომიჩმა, ორჯერ აიღო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სერბებმა, ერთი პენალტიც ვერ გამოიყენეს. ბურთი, ბუკიამ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ამხანაგურ შეხვედრებს ქართულ-სერბული მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა: ზვიად ბლიაძესა (საქართველო) და პეტარ რადოიჩიჩის (სერბეთი) შემადგენლობით, რომლებსაც არსენ ნონიკაშვილი (საქართველო) და გრიგოლ ბლიაძე (საქართველო) ეხმარებოდნენ.
მატჩის სრული ალბომი იხილეთ ბმულზე
„დიდი სკამი გვაქვს, ბევრი ფეხბურთელები არიან, რომლებიც იმისთვის მოვიყვანე, რომ ამ ოთხი თამაშის განმავლობაში, ყველას მივცე სათამაშო დრო. აუცილებლად, შემდეგ ორ თამაშს, გამოვიყენებ იმისთვის, რომ ის ფეხბურთელებიც ვნახო საქმეში, რომლებსაც სერბეთთან თამაში ცოტა დრო მიეცათ" , - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2022-ის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, უახლოეს სპარინგ-მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრები, კვლავ თბილისის ოლიმპიური სასახლეში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. ისევე, როგორც სერბებთან ამხანაგური მატჩების დროს, ამ ჯერზეც, დარბაზში გულშემატკივრის 33% იქნება დაშვებული და ბუნებრივია, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციების დაცვით.
![]() |
![]() |





ჩვენ










