
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18 და 19 დეკემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე გათამაშებაში, პირველი შეხვედრა წააგო კოტე ტუღუშის „ქუთაისმა", რომელიც „ტიტებს" დაუპირისპირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქუთათურები, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავესი არიან თსუ-სთან ერთად.
ტური კი, საკმაოდ საინტერესო, „ცხუმ-აფხაზეთისა" და „ბათუმის" დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც სტუმრებმა 83-88 გაიმარჯვეს. ბათუმელთაგან, ეროვნული ნაკრების ცენტრი ბექა ბექაური გამოირჩა ორმაგი დუბლით, 19 ქულა და 10 მოხსნა. თუმცა, ამ დღეს, ბექაზე მეტი ქულა „ცხუმ-აფხაზეთის" ამერიკელი ფორვარდის ალქესანდრ ფიკოკის ანგარიშზეა, რომელმაც თავის გუნდს 22 ქულა მოუტანა და ორმაგ დუბლამდე, ერთი მოხსნა დააკლდა. რაც შეეხება თამაშს, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმათა, თუ არ ჩავთვლით, შეხვედრის მესამე მონაკვეთს, რომელშიც, „ბათუმმა", მასპინძლები გატეხა (21-19, 22 -26, 16-23, 24-20), როდესაც მეოთხედი 7 ქულით მოიგო და დასკვნითი პერიოდის წინ 9 ქულით (59-68) დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩში ანგარიში ხუთჯერ გათანაბრდა, შეხვედრის მსვლელობისას ლიდერი და ისიც, საწყის მეოთხედებში, სულ ორჯერ შეიცვალა. „ბათუმმა" კი, მესამე მეოთხედში გამყარებული უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა.
დუდუ დადიანის მემორიალის 2021 წლის ფინალიდან მოყოლებული, ჩანს, რომ მიმდინარე სეზონში, ბესიკ ლეჟავას „ტიტები", სულაც არ აპირებს, ქვეყნის, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ყველაზე დაბალანსებულ გუნდს, „ქუთაისს" რაიმე დაუთმოს. ამაზე მეტყველებს კონკრეტული თამაშიც, რომელშიც, მასპინძლებმა, მხოლოდ ერთი, პირველი მეოთხედი დათმეს 16-24, დანარჩენი სამი კი მოიგეს, ჯერ ერთი ქულით 19-18, შემდეგ ექვისთ 25-19, ბოლო კი, 13 ქულით. საერთო ჯამში, კი, „ქუთაისი", 12 ქულის სხვაობით, 91-79 დაამარცხეს. მატჩის დაძაბულობაზე, ლიდერის ცვლილების რაოდენობაც კი, მეტყველებს - 11. ამ შეხვედრაში, კოტე ტუღუშის გუნდმა, სტატისტიკას თუ გადავხედათ, მეტოქე, მხოლოდ ერთ კომპონენტში, პერიმეტრიდან სროლებში დაჯაბნა. ბუნებრივია, რეგულარულ ჩემპიონატში, მთავარია მისი დასრულების შემდეგ, საუკეთესო 8 გუნდში გქონდეს ადგილი. თუმცა, კოტე ტუღუშის „ქუთაისისთვის" 12-ქულიანი სხვაობით წაგება, ცოტა არ იყოს უჩვეულოა. „ტიტებიდან", ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უკანახაზელი ისააკ ასრატი იყო, რომელმაც 26 ქულა და 8 გადაცემა მიითვალა. ორმაგი დუბლის ავტორი კი, 21 ქულით და 10 მოხსნით, გუნდის, მეორე ლეგიონერი, ამერიკელი ცენტრი ჯავიონ ოგუნიემი გახდა. სტუმართაგან ყველაზე მეტი, 19 ქულა, ამერიკელმა ფორვარდმა, ჯარვის რეიმ დააგროვა.
სუპერლიგური უიქენდის, პირველი დღის ბოლო შეხვედრაში კი, ერთმანეთს, „ოლიმპი" და „რუსთავი" დაუპირისპირდნენ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „რუსთავი" არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაშია. ამ ტურში მოგებული მატჩიც, რუსთაველებისთვის მხოლოდ მესამეა. თუმცა, ანატოლი ბოისას გუნდმა, ამ შეხვედრაში, მოსაგებად ძალები არ დაზოგა. „რუსთავმა" მართალია, პირველი და ბოლო მეოთხედი წააგო 20-19 და 27-22 , თუმცა, „შუაში" დაგროვილი სხვაობა (18-26, 16-22) საბოლოო გამარჯვებისთვის 81-89, საკმარისი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, თუმცა მთლიანად ტურშიც, ყველაზე მეტი ქულა, „ოლიმპში" მოთამაშე, ეროვნული ნაკრების ფირვარდმა კახა ჯინჭარაძემ ჩააგდო. მის ანგარიშზე 35 ქულა და 10 მოხსნაა. 17 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, გამოცდილ ილია ლონდარიძესაც. რუსთაველთაგან, ყველაზე შედეგიანი კრისტიან კილინგი იყო, 21 ქულით, რომელიც ანატოლი ბოისას გუნდში ჯერ-ჯერობით სტაბულურად შედეგიანია.
![]() |
![]() |

მიუხედავად იმისა, რომ „კაკტუსისა" და თსუ-ს დაპირისპირებაში, მეორე მეოთხედი, არჩილ ჟღენტის „კაკტუსმა" 24-8 მოიგო და დიდ შესვენებაზეც 10-ქულიანი უპირატესობით, 37-27 გავიდა, ეს იყო, ერთად-ერთი მონაკვეთი მატჩში, სადაც, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა თვითმყოფადმა გუნდმა, თავი გამოიჩინა. სხვა დანარჩენში, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ იყოჩაღა. თამაში ტაქტიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გამარჯვებამდე მიიყვანა - მოიგო პირველი მეოთხედი 13-19, შემდეგ კი, პირველი ტაიმის ანგარიშში, სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა 13-21 და ბოლო მეოთხედში 9-29 მოიგო. საბოლოოდ კი, თსუ-მ 59-77 გაიმარჯვა. კაკტუსელთაგან ყველაზე შედეგიანი 13 ქულით, ანდრე ფოქსი იყო, 12 მოხსნა და ამდენივე ქულა დაუგროვდა ქუენტერიან მაკონიკოსაც. რაც შეეხება გამარჯვებულებს, მათ შორის, ტრადიციულად, ლოველ ქაბილი გამოირჩა 17 ქულითა და 10 გადაცემით.
ტურის ბოლო შეხვედრა, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო" რომელიც უჩვეულოდ, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, ვერც ამ ტურში, ახერხებს მოგებას. „ვერასთან" დაპირისპირებაში პირველი და ბოლო, მეოთხე მეოხედი, დინამოელებმა 24-22 და 22-17 მოიგეს. თუმცა, მეორე მეთხედში, მიუხედავად იმისა, რომ დიდ შესვენებამდე, საერთო სტატისტიკის მიხედვით, ბურთის ფლობის კომპონენტშიც მეტოქეს, სწორედ დინამოელებმა აჯობეს 47%/43%, მეორე მეოთხეში, დაახლოებით მეხუთე წუთიდან, „ვერამ" თამაშის გათანაბრება მოახერხა და ნელ-ნელა სათავისოდ შემოატრიალა კიდეც. მეოთხდი 22-27 მოგიო, ტაიმი კი, 46-49. დასკვნითი მეოთხედის წინ, „ვერა" უკვე 12 ქულით იგებდა 67-79 (21-30) და დინამოელებიც უფრო გატეხილები სჩანდნენ. თუმცა, „დინამომ" ბოლო მეოთხედის შუაწელში, სხვაობის შემცირება მოახერხა ჯერ 3 ქულამდე და შემდეგ, უფრო მეტად შემცირების და წინ გასვლის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, დინამოელებმა, შეტევაშიც ბევრი შეცდომა დაუშვეს და დაცვაშიც არ დააკლეს, რამაც „ვერას" კვლავ მისცა ანგარიშს გაზრიდს საშუალება და საბოლოოდაც, 92-101 გაიმარჯვა. დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო, რომელმაც გუნდს, 26 ქულა შესძინა, აქედან 16 მას, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ჰქონდა დაგროვილი. ვერელთაგან კი, ორმაგი დუბლით, საუკეთესო ზაკ სელიასი იყო, 27 ქულითა და 12 მოხსნით.
საკალათბურთო სუპერლიგის მომდევნი ტურის შეხვედრები 23-25 დეკემბერს გაიმართება.





ჩვენ










