
ფუტსალის ლიგა 2-ის ბოლო, მე-9 ტური, 2021 წელს, 27 დეკემებრს გაიმართება. მანამდე კი, ქუთაისის სპორტის სასახლეში მერვე ტურის მატჩები გაიმართა.
მეორე წრის მატჩში, „ილიაუნი 2", „ევროპის უნივერსიტეტს" დაუპირისპირდა. დაძაბული სტუდენტური დერბი ილიაუნის სასარგებლოთ 7-1 დასრულდა. შეხვედრის მე-2 წუთზე ანგარიში გიორგი ქუხულმა გახსნა და EU დააწინაურა. წონასწორობა, მალევე აღდგა და 25-ე წუთისთვის „ილიაუნი" მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა. ხუთით შეტევაზე გადმოსულ მეტოქეს, ბოლო წუთებში კიდევ სამი გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილის ლიდერთან სამი ქულაც მოიპოვა.
კახაბერ გოგოხია, EU: „არასდროს მითქვამს მსგავსი რამ, მაგრამ დღეს პირველი ტაიმი მსაჯებთან წავაგეთ, რაც გარდამტეხი იყო. მეორე ტაიმში ილიაუნიმ იბრძოლა, კარგი ბიჭები არიან და მეორე ნახევარში გვაჯობეს. გვქონდა მომენტები, როცა ვიგებდით მაშინაც გვქონდა, რაც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გარდამტეხი იყო პირველი ტაიმი".
ნიკა ნოზაძე, ილიაუნი2: „პირველ რიგში, ანგარიშზე გავამახვილებ ყურადღებას, ნამდვილად არ იყო ეს ის ანგარიში რასაც ველოდით. ევროპის უნივერსიტეტი, ჩემი აზრით, ტურნირის ფავორიტია. ცხრილშიც, პირველ ადგილზე იყვნენ. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ ამ გუნდთან განსაკუთრებული მონდომებით გამოვედით. საბლოო ჯამში დაგვიფასდა ეს ყველაფერი. იყო რამდენიმე დაძაბული მომენტი. რაღაცებში გაგვიმართლა. პირველი გოლის შემდეგ ძალიან დავიბენით, მაგრამ მმოვახერხეთ მობილიზება. 3-1 უკვე ისეთი ანგარიშია, რომ მეორე ტაიმში დამშვიდებულები გამოვედით და დაძაბულებიც არ ვიყავით".
![]() |
![]() |
ამავე დარბაზში, მოგვიანებით, ადგილობრივმა „ქუთაისმა" მერვე ტურის დასკვნით მატჩში „თსუ 2" - ს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი იმერლებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ტაიმში კი, სტუდენტებმა ორჯერ შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ „ქუთაისმა" საპასუხოდ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ბაკურ გულუამ ჰეთ-თრიკი, ბექა ტუღუშმა კი დუბლი გაიფორმა. „ქუთაისმა" 7-2 გაიმარჯვა.
ამ მოგებით „ქუთაისმა" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და „ილიაუნი 2"-სა და „ევროპის უნივერსიტეტს" ორი ქულით უსწრებს.
ბაკურ გულუა, ქუთაისი: „სასიხარულოა ცხრილში ლიდერობა და შევეცდებით სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს სტატუსი. თავიდან დაძაბული თამაში იყო, ველოდით კიდევაც, თსუ მებრძოლი გუნდია, თუმცა სავარაუდოდ ინდივიდუალიზმმა და უკეთესმა რეალიზაციამ შედეგი გამოიღო. რთულია გამოყოფა, მაგრამ, ვფიქრობ გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა მოგვიახლოვდა მოწინააღმდეგე და ჩვენ კვლავ მოვახერხეთ ორბურთიანი უპირატესობის აღდგენა. წარმატებებს ვუსურვებ მოწინააღმდეგეს".
***
მერვე ტურის გახსნით მატჩში „გორმა", „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან" დამაჯერებლად იმარჯვა, ანგარიშით 6-1 და წარმატებულ სერიას აგრძელებს..
Sbm.ge-ს ფოტო





ჩვენ










