"ტორპედომ" მარცხით დაიწყო
"ტორპედომ" მარცხით დაიწყო
02.03.2018
ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2018 წლის გათამაშება ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დაიწყო. ეროვნული ლიგის პირველ მატჩში, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თასისა და სუპერთაისის მფლოფებლი ქუთაისის „ტორპედო" გორის „დილას", იმ გუნდს მასპინძლობა, რომელიც შარშან, ძლიერთა რიგებიდან კინაღამ გავარდა, მატჩის ბოლო წუთებზე 2-3 დამარცხდა. გორელებისთვის, გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ალვინ ფორტისმა, კლუბის ლეგიონერმა გაიტანა.

არადა, მატჩში, რომელიც დღეს 18:00, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყო, ფავორიტად სწორედ, მასპინძლები, ქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელები მიიჩნეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 29-ე ჩემპიონატის ბოლო მატჩში მიღებული ყვითელი ბარათების გამო დღევანდელ შეხვედრას ავტომატურად მთელი რიგი ფეხბურთელები ტოვებდნენ (გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, ბექა ტუღუში, მაქსიმე ქვილითაია და ბიძინა მახარობლიძე), „ტორპედოს", რომელმაც ერთი კვირით ადრე, საქართველოს სუპერთასი მოიგო, ჩემპიონატის სტარტი არ უნდა გასჭირვებოდა.

ამას გარდა, სწორედ, 29-ე ჩემპიონატის ბოლო მატჩში, მომხდარი კაზუსების გამო, „ტორპედოს" საშინაო თამაშებში მაყურებლის გარეშე უწევდა ასპარეზობა. თუმცა, სფფ-მ ჩემპიონატის სასატრტო მატჩის პირობიდან გამომდინარე, ქუთათურებს „სასჯელი" გადაუვადა და დღევანდელ მატჩზე, იმერელ გულშემატკივარს ტრიბუნიდან საკუთარი გუნიდსთვის ქომაგობის ნება დართო.


ეროვნული ლიგის პირველი მატჩი, ცოტა უღიმღამოდ დაიწყო. თუმცა, პირველი სახიფათო მომენტი, უკვე შევხედრის მე-9 წუთზე შეიქმნა, ისიც მასპინძელთა კართან, როდესაც გორელთა მე-14 ნომერს გიორგი განცულაიას, როინ კვასხვაძის კარის აღების კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა, ფანცულაიას გოლმა, ტაიმის დასასრულამდე გადაიწია. მიმდინარე ჩემპიონატის პირველი გოლი კი სიმბოლურად, ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო გოლის ავტორმა, ტორპედოელმა გრიგოლ დოლიძემ გაიტანა. შეხვედრის მე-14 წუთზე თენგიზ წიქარიძისა და ლევან კუტალიას წამოწყებული შეტევა, გორელთა მეკარის გიორგი ბეგაშვილის პირისპირ დარჩენილმა დოლიძემ მარტივად დაასრულა.

„ბიჭებს, თავიდანვე ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვიცოდით, ამ თამაშს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებდით. მართლაც, ბოლომდე დავიხარჯეთ და ქუთაისიდან, 3 ქულა წამოვიღეთ. ეს, ადვილი ნამდვილად არ იყო. „ტორპედო" ძალიან ძლიერი გუნდია", - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში გიორგი ბეგაშვილი.

გატანილი გოლის შემდეგ, ქუთაისელებმა თამაშის სადავეების ხელში აღება მოახერხეს და ბურთსაც ისინი აკონტროლებდნენ. თამაშიც, ძირითადად გორელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, „დილამ" რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელა. 44-ე წუთზე, ამოს ნონდის მიერ დაწყებული იერიშის დასრულება გორელთა მე-8 ნომერს, ნოდარ ქავთარაძეს შეეძლო, თუმცა „ტორპედომ" თავის დაცვა მოახეხა. მიუხედავად ამისა, კვლავ ნონდის მონაწილეობით, წინა მომენტიდან რამდენიმე წამში, გიორგი ფანცულაიამ „ტორპედოს" გოლი „გასახდელში" გაატანა 1-1.

„ტორპედოსთან" თამაში, საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახლა იწყება, თავს, კარგად ვგრძნობ და იმედია, ასე გავაგრძელებ",- ამბობს, tsff.ge-სთან საუბარში გიორგი ფანცულაია, რომელმაც, შესვენების დასრულებისთანავე, როინ კვასხვაძის კარის აღება, შეხვედრის 46-ე წუთზე მეორედაც მოახერხა.

თუმცა, ფანცულაიას დუბლი ამ შეხვედრაში ერთად-ერთი არ ყოფილა. 54-ე წუთზე დუბლი უკვე გრიგოლ დილიძემ შეასრულა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა 2-2. მეორე ტაიმში, თამაში გათანაბრდა. ორივე გუნდს, ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, გორელებმა, გამარჯვების გოლის გატანა შესძლეს და 30-ე ჩემპიონატში პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

ეროვნული ლიგის 30-ე გათამაშების პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები 3, 4 და 5 მარტს გაიმართება.

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები