ტატო გრიგალაშვილი IJF-ის რეიტინგის ლიდერია
ტატო გრიგალაშვილი IJF-ის რეიტინგის ლიდერია
21.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2021 წლის ბოლის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-ის ოფიციალური რეიტინგი განაახლა. 6592 ქულით, მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს სათავეში 22 წლის ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) უდგას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ვერ მოახერხა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება, გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსის, ზაგრების გრან პრის, 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, მეორე იყო უნგრეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და პარიზის გრან სლემზე, ხოლო, ბრინჯაოს დასჯერდა თბილისის გრან სლემზე. საერთო ჯამში, ტატო გრიგალაშვილი საუკეთესოა IJF-ის საერთო რეიგინგისაც და საკუთარი წონისაც.

სხვათა შორის, საკუთარ წონით კატეგორიებში საუკეთესოა ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), რომელიც 5475 ქულით ყველა წონითი კატეგორიების მიხედვით მეოთხეა და ტატოს გარდა, მეორე ადგილზე მყოფ რუსეთის წარმომადგენელ თამერლან ბაშაევსა და უზბეკ დავლათ ბობონოვს ჩამორჩება.


მსოფლიოს საუკეთეოს ათეულს, 4880 ქულით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა ბექაური ხურავს, რომელიც საკუთარ წონაში (-90კგ), მეორეა და ბობონოვს 856 სარეიტინგო ქულით ჩამორცება.  ამავე წონაში, მე-9 საფეხურზეა 3020 ქულით ბექა ღვინიაშვილი.


-66კგ წონით კატეგორიაში მეორეა ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც 4010 ქულა აქვს და 1230 ქულით ჩამორჩება, წონის საუკეთესოს, კორეელ ძიუდოისტს.


-100კგ წონით კატეგირიაში 4432 ქულით მეოთხე საფეხურზეა ვარლამ ლიპარტელიანი. 3194 ქულით კი მე-9 პოზიციას იკავებს ილია სულამანიძე.


ორი ძიუდოისტია +100კგ წონითი კატეგორიის ათეულშიც. 3441 ქულით მეოთხეა გელა ზაალიშვილი, 3178 ქულით კი, მე-6 საფეხურზეა გურამ თუშიშვილი.


საუკეთესო ათეულშია 3180 სარეიტინგო ქულით ეთერ ლიპარტელიანიც, რომელმაც 2021 წელს  -57 კგ წონით კატეგორიაში საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ, მე-7 ადგილი დაიკავა.




ფოტო: (c) Sabau Gabriela