
თითქმის 30 წლის შემდეგ, მთამსვლელები, ზამთარში თეთნულდზე ავიდნენ. ინფორმაიცა, ზამთრის ასვლის შესახებ, ქართველმა ალპინისტმა არჩილ ბადრიაშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„კავკასიის მშვენიერების ერთ-ერთი სიმბოლო, თეთნულდი (4,858 მ.) ჩვეული ზამთრის სიმკაცრით დაგვხვდა და ხელგაშლილად გამოგვიშვა.გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი და თქვენი მორჩილი დასავლეთ ფერდის ყინულოვანი დირექტის გავლით 16 დეკემბერს, 14 სთ-ზე ძლიერი ქარის, დაბალი ხილვადობის და თოვის პირობებში ავედით მწვერვალზე! შევეცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია, როგორც საქართველოში ასე სხვადასხვა ქვეყნებში; არ მოიძებნა წარმატებული ზამთრის ისტორია. თუმცა, თუ რაიმე გამოგვრჩა და მოიპოვება დასაბუთებული ასვლა, გთხოვთ გვაცნობოთ", - წერს არჩილ ბადრიაშვილი.

ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელს, სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურნენ ჩვენი ვეტერანები. ზაურ ჩართოლანის ინფორმაციით, თეთნულდის ზამთრის ასვლებიდან რამდენიმე ჩანაწერი სვანეთში, ადგილობრივ მთამსვლელებს ახსოვსთ. მაგალითად, გასული საუკუნის 60-იან წლებში, მწვერვალზე შოთა ჩართოლანის ხელმძღვანელობით მოეწყო ექსპედიცია. 1989 წლის იანვარ-თებერვალში, კიდევ ერთი ექპსედიცია მოეწყო მესტიის და სიმფეროპოლის ალპური კლუბების „მაშველის" მონაწილეობით. 90-იან წლებში, ზამთარში, თეთნულდზე კიდევ ორი გუნდი ავიდა, აქედან, ერთ-ერთი ასვლის მონაწილე თავად ზაურ ჩართოლანიც იყო,
სოციალურ ქსელში ბადრიაშვილი, მთის ფოტოგრაფის შალვა ლეჟავას გადაღებულ თეთნულდის ფოტოსაც აქვეყნებს და უთითებს, რომ მთის დასავლეთ ფერდზე ბადრიაშვილის, ტეფნაძისა და გელაშვილის მიერ გავლილი მარშრუტის ხაზი, სურათის ცენტრში გადის.
ფოტო: © შალვა ლეჟავა





ჩვენ








