
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადებას, 26 დეკემბრიდან დაიწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქე, გათამაშების ამ ეტაპზე, ფინეთის ნაკრებია, რომელსაც ორმატჩიან პლეი ოფში ვეთამაშებით. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვედრის ცნობით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები 26 დეკემბერს შეიკრიბებიან და მომდევნო დღიდან ინტენსიურ სავარჯიშო პროცესს დაიწყებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გუნდის შემადგენლობა, თუმცა, იმავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო ნიკოლოზ კალანაძე დააკლდება. ამ ეტაპზე, კითხვის ნიშნის ქვეშაა ხაზეინ რუსტამოვის თამაშის საკითხიც.
პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. საპასუხო მატჩს კი 9 იანვარს სტუმრად ჩაატარებს.





ჩვენ








