„გაურკვევლობაა“ ოთხეულში
„გაურკვევლობაა“ ოთხეულში
03.03.2018
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურმა სტარტი 27 თებერვალს, ქუთაისში აიღო. იმერეთის დედაქალაქის სპორტის სასახლეში, ადგილობრივმა „მართვემ"აფხაზეთს" უმასპინძლა და მიმდინარე გათამაშებაში, მეორედ დაამარცხა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ქუთათურთა გამარჯვებით 6-4 დასრულდა. გამარჯვებულთაგან ოთარ ბერეჩიკიძემ დუბლი გაიფორმა.

მართვე (ქუთ) - აფხაზეთი 6-4 (2-1)

გოლები: 05:35' ხაჭაპურიძე (1-0), 10:35' ს.ლომიძე (1-1), 17:46' ბერეჩიკიძე (2-1), 23:25' გოგსაძე (3-1), 23:49' ი.მამაგულაშვილი (6მ. 3-2), 25:05' გოგსაძე (4-2), 27:15' ბერეჩიკიძე (5-2), 27:33' ჯანიკაშვილი (5-3), 29:11' გორგოძე (6-3), 37:12' ს.ლომიძე (10მ. 6-:4)

გაფრთხილება: 13:44' ჭილაია (აფხ), 30:53' მუმლაძე (აფხ)

გაძევება: 25:00' ბუჯიაშვილი (აფხ)

***

საინტერესოდ გაგრძელდა ტურის თბილისშიც. 2 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი „თბილისს" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, ანგარიშით 5-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით უნივერსიტეტელებმა, სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტთან უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და ფლეი-ოფისთვის ბრძოლაში რეალურ შანსებს ინარჩუნებენ.

„ძალიან დაძაბული შეხვედრა  იყო.  ანგარიშის  სხვაობის  მიუხედავად  გაგვიჭირდა  მოგება. მაშინ, როცა ანგარიში 2-1 იყო, „თბილისს"  6-მეტრიანის შემდეგ, ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების  საშუალება. თუმცა,  ჩვენი  მეკარის  ირაკლი  გორგოშაძის  დამაჯერებელი თამაშის  შედეგად, მეტოქემ  წონოსწორობის აღდგენა ვერ შეძლო და უფრო  მეტიც, ჩვენ ამ მომენტის შემდეგ, უპირატესობის მოპოვება მოვახერხეთ.  ჩვენთვის  ძალიან  მნიშვნელოვანი  სამი  ქულა ავიღეთ და მივუახლოვდით  ოთხეულს.  ჩვენი  მიზანი, ოთხეულში  მოხვედრა  და  ფლეი-ოფის თამაშია. წინ ძალიან რთული თამაშებია. იმედია, დასახულ მიზანს  მივაღწევთ", - ამბობს, ამირან  ასამბაძე,  ბსუ-დან. 

ბსუ (ბთ) - თბილისი 5-2 (2-1)

გოლები: 03:52' გაბუნია (1-0), 13:07' ასამბაძე (2-0), 16:14' კუხალეიშვილი (2-1), 31:16' ასამბაძე (3-1), 34:50' ნინიძე (4-1), 38:42' ნადარაია (5-1), 39:54' თოლორდავა (5-2)

გაფრთხილება: 31:04' გორგოშაძე (ბსუ), 38:57' კვანტალიანი (თბი), 39:24' ხინიკაძე (ბსუ)

***

უხვგოლიანი და თუმცა უაღრესად დაძაბული გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „აგორასა" და ოთხეულში მყოფი „კოლხი-გულრიფშს" შორის. მატჩი, გარადამავალი უპირატესობით მიმდინარე.

„ველოდით,  რომ  მძიმე თამაში  იქნებოდა. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში, ცოტა მოვდუნდით. მიგვყავდა თამაში და ძალიან  ვირწმუნეთ  გამარჯვება.  მოწინააღდეგემ კი ორმაგად  მოინდომა  დაუფასდა. მომავალში, ვეცდებით იგივე შეცდომები არ დავუშვათ.  დაძაბულობა  რაც ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილშია  კანონზომიერია.  ოთხივე  თანაბარი  დონის  გუნდები ვართ. დიდი მნიშვენელობა არ აქვს, ვინ რომელ ადგილას დაასრულებს რეგულარულ   ჩემპიონატს. თუმცა, პრესტიჟის საქმეა და ჩვენც ვეცდებით, ვიბრძოლოთ  პირველობისთვის"- ამბობს, დავით  ბობოხიძე „აგორა"-დან

„აგორამ", მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო. ამჯერად „კოლხი-გულრიფშთან" 6-4. თუმცა, ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს. დღეს, კი გამარჯვებულთა შორის გოგლა ჭოხონელიძე გამოირჩა. გუნდის ლიდერმა, ამ დღეს, მიმდინარე სეზონში, პირველად შესძლო ჰეთ-თრიკის შესრულებაც. აგორელთა შორის კი ორი გატანილი გოლი ჯანო გიორგაიას ანგარიშზეა.

„აგორა", საკმაოდ ძლიერი  გუნდია, რაზეც სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც  მეტყველებს.  დაძაბული თამაში  იყო, პირველ ტაიმი არ  წაგვივიდა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. თუმცა,  მეორე  ნახევარში მობილიზებულები გამოვედით, მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენთვის, ამ თამაშს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებით, ერთი ნაბიჯი გადავდგით ფლეი-ოფისკენ"- ამბობს ამირან  ცხომარია,  „კოლხის" მოთამაშე.   

აგორა - კოლხი-გულრიფში 4-6 (3-2)

გოლები: 00:59' ბობოხიძე (1-0), 01:25' ჰოსეინზადე (1-1), 10:29' ჭოხონელიძე (1-2), 10:41' სიგუნავა (2-2), 15:00' გიორგაია (3-2), 27:09' ჭოხონელიძე (3-3), 28:30' ნაბათალიზადე (3-4), 29:00' გიორგაია (4-4), 29:39' ჰოსეინზადე (4-5), 39:19' ჭოხონელიძე (4-6)

გაფრთხილება: 02:37' ანდღულაძე (კოლ), 13:09' ჰოსეინზადე (კოლ), 13:59' დანელია (აგო), 17:30' მოსთაფაი (კოლ), 35:19' გიორგაია (აგო)

***

3 მარტს, ტურის დასკვნით შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს, მოქმედი ჩემპიონი, „სტუ-თელასი" და ვიცე-ჩემპიონი „ტატიშვილი" დაუპირისპირდნენ. ტრადიციულად, მატჩი საინტერესოდ, თუმცა მედიკოსების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით, „ტატიშვილმა", პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ამ დღეს, „ტატიშვილის" მოთამაშის, ვახტანგ კეკელიას ანგარიშზე 2 გოლი იყო. გუნდმა, კი ამ მოგებით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ახლა ლიდერს, ერთი ქულით ჩამორჩება. „სტუ-თელასი" კი, რომლის რიგებშიც ტრავმების გამო, მთელი რიგი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ, სატრურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე არის და უახლოეს მდევარს, ბსუ-ს 6 ქულით უსწრებს.

„კარგი გუნდია „თელასი".  რთული შეხვედრა იყო. მარტივი თამაში არცერთი არ არის, რაზეც  სატურნირო ცხრილიც  მეტყველებს. ქულა-ქულაში მიდის თამაში. ჩვენი გამარჯვება, პირველ ტაიმში გატანილმა ორმა გოლმა განაპირობა.  ღირსეული  მეტოქე  გვყავდა „თელასის"  სახით. გვქონდა  შეცდომები, მაგრამ  გამოვასწორებთ",- ამბობს, გიორგი  სალაგავა, „ტატიშვილის" მოთამაშე.

სტუ-თელასი - ტატიშვილი 1-4 (0-2)

გოლები: 16:01' სილაგავა (0-1), 16:18' ჭუმბურიძე (ს.კ 0-2), 23:08' კეკელია (0-3), 30:07' გეგეშიძე (6მ. 1-3), 34:52' კეკელია (1-4)

და ბოლოს ამ ტურის შემდეგ, გათამაშების ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:

15 გოლი - გიგა დანელია („აგორა")

14 გოლი - ამირან ცხომარია („კოლხი"),

14 გოლი - გიორგი სილაგავა („ტატიშვილი"),

14 გოლი - ჰამედ ჰოსეინზადე („კოლხი")

13  გოლი ბაბაქ ალავერიქჰანი („კოლხი").