
საქართველოს 14-წლამდელთა კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი "საქართველო 2008" ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. 2 თვის წინ დაიწყო, როცა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 28-31 ოქტომბერს პირველი წრე გაიმართა და 5 შეხვედრიდან 2 მოიგო.
ფორმატი ტრადიციულად უცვლელია. რეგულარული ჩემპიონატი 3 ტურად გაიმართება. თითოეული ტურის მანძილზე გუნდები 5-5 მატჩს ჩაატარებენ. მეორე წრეს ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 5 შეხვედრას შემდეგ გუნდებთან ამ თარიღებში ჩაატარებს:
მარუპე (ლატვია) - საქართველო 2008 - 27 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2006 - იუგლა (ლატვია) - 27 დეკემბერი, 21:30
ვილნიუსი KM - საქართველო 2008 - 28 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2008 - ვილნიუსი KM2 - 28 დეკემბერი, 20:00
საქართველო 2008 - ჩრდილო ატლანტიკი (ირლანსია) - 29 დეკემბერი, 12:30
(მითითებულია თბილისის დროები)
საქართველოს ნაკრები ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
ლუკა ბებია, ლაშა ხუნდაძე, მათე ხატიაშვილი, შიო ნარიმანიძე, ნიკოლოზ ქურასბედიანი, გიორგი მუშკუდიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, საბა ჟღენტი, დიანისი გრიგორიანი, გიორგი ცოტნიაშვილი, ბაჩო ბლიაძე, დავით ფაჩულია.
თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება წარმოდგენილ Facebook-გვერდზე:
https://m.facebook.com/VilniausKM/





ჩვენ








