
25 დეკემბრიდან, 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, თბილისში, „დედაენის ბაღში" ქართული ფეხბურთის გულშემარკივარს, საყვარელი ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა შეეძლება. საახალწო დღეებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების ჯიხური, დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ საახალწლო სივრცეში, „საშობაო სოფელში" დადგა.
ვიდრე სფფ, „დედაენის ბაღში", საახალწლო განწყობის შესაქმნელად იზრუნებს, ფედერაციის ონლაინ პლატფორმებზე 2021 წელი შეჯამდება. თავდაპირველად, 28 დეკემებრს, ეროვნული ლიგის საუკეთესოები ონლაინ რეჟიმში გამოვლიდნებიან. 29 დეკემბერს კი, GFF Awards 2021, ასევე, ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.
![]() |
![]() |
მანამდე კი, ფეხბურთის მოყვარულებს 27 დეკემბრის 19:00 საათამდე, თავად შეუძლიათ შეარჩიონ წლის საუკეთესო გოლის ავტორი, რისთვისაც მითითებულ ბმულზე უნდა გადავიდნენ, თავიდან ბოლომდე უყურონ ვიდეოს და შემდეგ, არჩევანი გააკეთონ - www.surveymonkey.com/r/GFFBestgoal2021
წლის საუკეთესოები საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცერემონია, კოვიდ-პანდემიის გამო, ონლაინ სივრცეში „გადაბარგდა" და მეორე წელია, ამ ფორმატით იმართება.
#EligaAwards2021 #GffAwards2021






ჩვენ










