„მივიწყებულ ქვეყანაში“ სამი ქართველის დაწერილი ისტორია...
„მივიწყებულ ქვეყანაში“ სამი ქართველის დაწერილი ისტორია...
26.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მივიწყებიულ ქვეყანაში", როგორც სტატიის ავტორები ავღანეთის მთათა სისტემას მოიხსენიებენ, სამი მთამსვლელით დაკომპლექტებულ ერთი ექსპედიციას უნაკლო თავგადასავალი გადახდა. თავგადასავალი, რომელსაც არ ახლდა ხმაურიანი რეკლამა, სოციალური ქსელით აქტივობა და მედიის მხრიდანაც, საკმაოდ ძუნწად გაშუქდა explorersweb.com-ის ყურადღების ქვეშ მოექცა.

„ვინ იფიქრება ვახანის დერეფანში გავლას, ავღანეთის საზღვართან ახლოს მაშინ, როდესაც ამერიკის ჯარები გაეცალენ ამ ტერიტორიას და ქვეყანაში თალიბები დაბრუნდნენ? არჩილ ბადრიაშვილმა, ბაქარ გელაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ ეს, გააკეთეს. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, სამი  მამაცი ქართველი ბიჭი ვერ შეაჩერა, წასულიყვნენ იმ ქვეყანაში, სადაც სამხედრო კონფლიქტები ჩვეული ამბავია. მათ მიზნად დაისახეს, სარაგჰრარის ლეგენდარულ მწვერვალზე ასვლა, რომელიც ჰინდუქუშის მთამთა სისტემაშია. მწვერვალი დასახლებებიდან, ვერტმფრენის მოედნებისგან, wi-fi-სგან და მსოფლიოსთან ყველა საკომუნიკაციო საშუალებიდან შორს მდებარეობს" , - წერს გამოცემა.


სწორედ, ამ ჩამონათვალის გამოც, გაუვლელი გზის გავლის პარალელურად, ქართული ექსპედიცია, ExWeb-ის 2021 წლის ტოპ 10-ში მოხვდა. ეს არის გამოცემა,სადაც მთელი წლის მანძილზე ჰყვებიან ამბებს ადამიანებზე, რომლებიც მიზანს, ნების, საკუთარი ძალისა და თავდადების ერთიანობის ხარჯზე აღწევენ - ველო, სირბილი, სიარული, თხილამური, ნაოსნობა, ცოცვა, ალპინიზმი, მოგზაურობის ნებისმიერი სფერო და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ამ ჩამონათვალის პირველ ათეულში, ჩვენები ხდებიან. როდესაც ვიძახით „ჩვენებს" აქ, იმ გარემოებასაც ვგულისხმობთ, რომ არჩილი, ბაქარი და გიორგი, წლებია, ჩვენი გვერდის ერთ-ერთი პროექტის „სპორტფოტოს" ავტორები არიან, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ექსპედიციის ფოტოები, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა, ჩვენს ტრადიციულ, წლის შემაჯამებელ კატალოგშიც, „სპორტფოტო 2021" მოხდება (გამოიცემა 2022 წელს).


TSFF.ge ულოცავს, ალპინისტებს მორიგ აღიარებას და 2022 წელს, უფრო მეტ საინტერესო მწვერვალს და თავგადასავალს უსურვებს.