
2022 წლის 5 იანვარს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას გამართავს ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. აღნიშნული თამაშისთვის, ჩვენი გუნდი ინტენსიურ მზადებას 26 დეკემბრიდან შეუდგა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონის, „ვინტერთურის" წევრი გიორგი ცხოვრებაძე უბრუნდება. ქართველი ხელბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ტრავმის გამო ვერ ასპარეზობდა. თუმცა, ახლა მოცემულობა შეიცვალა და ის გუნდთან ერთად იქნება.
ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ტრავმის გამო ნაკრებს ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე ვერ დაეხმარებიან. არ იქნება, არც გამოცდილმა რატი მსხვილიძე, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. საერთო ჯამში, ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ სანაკრებო დებიუტი ექნება ახალგაზრდა აკაკი პატაშურს, რომელიც ბერძნული „არგოსის" ღირსებას იცავს. გუნდთან ერთად იქნება, „ქუთაისის" მოთამაშე ლექსო წითელიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი" ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე („ვინტერთური" შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ" გერმანია), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი" პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა" რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („კოკსი" ფინეთი), აკაკი პატაშური („არგოსი" საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა" რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე , უჩა მაისურაძე (სამივე „ბსბ"), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია ( ორივე „ქუთაისი")
საქართველოსა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების საპასუხო დაპირისპირება კი, 9 იანვარს გაიმართება. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.
ხელბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








