ეროვნულმა ლიგამ წლის საუკეთესოები გამოავლინა
ეროვნულმა ლიგამ წლის საუკეთესოები გამოავლინა
28.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ. ქართული საფეხბურთო სეზონის ტრადიციული ცერემონია, კოვიდ-პანდემიის გამო მეორე წელია გამარჯვებულებს, ონლაინ-რეჟიმში ავლენს. თუმცა, ტრადიცია არ ირღვევა და პირველი, ამჯერადაც, ფენტეზის გამარჯვებულები დასახელდნენ - სეზონის 3 პრიზიორი ჰყავს - გიორგი რთველიაშვილი, შალვა ღონღაძე, მიშა მაზაშვილი. ჩემი პროგნოზის გამარჯვებული კი, დავით პაიჭაძე გახდა.

მეორედ, სეზონის სიმბოლური გუნდი მოხდვა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონის „დინამო ბათუმის" შვიდი, ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისის" ორი და ორიც, გორის „დილას" ფეხბურთელი მოხვდა. შესაბამისად, 2021 წლის სეზონის იდეალური ქართული გუნდი, ასე გამოიყურება: ლაზარე კუპატაძე („დინამო" ბთ), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), მამუკა კობახიძე („დინამო" ბთ),  ირაკლი აზაროვი („დინამო" ბთ),  სანდრო ალთუნაშვილი („დინამო" ბთ),  ნიკა გაგნიძე („დილა" გორი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო" ბთ), ჯაბა ჯიღაური („დინამო" ბთ),  ირაკლი ბიძნაშვილი („დილა" გორი), გიორგი ფანცულაია („დინამო" ბთ),  და ზორან მარუშიჩი („დინამო თბილისი").




სეზონის საუკეთესო მეკარე  ლაზარე კუპატაძე გახდა, ნომინაციაზე კი მის გარდა წარდგენილები იყვნენ  ლუკა გუგეშაშვილი („დილა" გორი), ოთო გოშაძე („საბურთალო" თბილისი).


სეზონის საუკეთესო მცველი ირაკლი აზაროვი გახდა, ამ ნომინაციაზე დასახელებული სამივე ფეხბურთელი კი, ბათუმური გუნდის წარმომადგენელი იყო. აზაროვს კონკურენციას მამუკა კობახიძე და ოლეკსანდრ აზაცკი უწევდნენ.


სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულის მოსაპოვებლად, სანდრო ალთუნაშვილი  („დინამო" ბთ), ირაკლი ბიძინაშვილი („დილა" გორი) და ჯამბულ ჯიღაური („დინამო"ბთ) აცხადებდნენ პრეტენზიას, საუკეთესოდ კი ამ ჯერზე, სანდრო ალთუნაშვილი აღიარეს.


„დინამო თბილისის" 32 ნომერი სერბი ლეგიონერი ზორან მარუშიჩი 2021 წლის ელიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. სერბს კონკურენციას ამ ნომინაციაში, გიორგი ფანცულაია („დინამო" ბთ), სერგო კუხიანიძე („სამგურალი" წყალტუბო).




ზორან მარუშიჩი გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ის აღიარეს საუკეთესო ლეგიონერადაც. ზორანმა დასრულებულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც გააკეთა. 13-13 გოლი ჯაბა ჯიღაურისა და გოირგი ფანცულაიას ანგარიშზეა. საუკეთესო ლეგინერის დავაში კი, სერბს კონკურენტებად გორის „დილას" ფეხბურთელი უსმანე კამარა და ბათუმის დინამოელი ბენჟამინ ტეიდი ჰყავდა.


აქ, ოდნავ მოვლენებს წინ გადავასწრებთ და გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც, ზორან მარუშიჩი აღიარეს. ამ, ყველაზე მთავარ ნომინაციაშიც მას კონკურენციას ჯაბა ჯიღაური და ირაკლი აზაროვი უწევდნენ. საერთო ჯამში, „დინამო თბილისის" ფეხბურთელმა 4 ნომინაცია მოიგო და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხდვა.




ეროვნული ლიგის 2021 წლის ბოლო ნომინაციაში კი, რომელსაც საუკეთესო მწვრთნელი უნდა გამოევლინა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის „დინამო ბათუმის" მთავარი მწვრთნელი დასახელდა საუკეთესოდ. გია გეგუჩაძეს კონკურენტებად,  ანდრი დემჩენკო („დილა" გორი),  გიორგი მიქაძე („თელავი") ჰყავდა.




გამოკითხვაში, ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.


ხვალ კი, კვლავ სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან 2021 წლის სფფ-ს ლაურეატები - GFF AWARDS 2021, 29 დეკემბერს განვლილ წელს საბოლოოდ შეაჯამებს.