
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეროვნული ლიგის რჩეული ფეხბურთელები, ყოველ შემთხვევაში ბევრი მათგანი სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაზე მცირე კლუბს იცვლის, ზოგი კი, საერთოდ, სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადადის სათამაშოდ. გამონაკლისი არც 2021 წელია. „დინამო თბილისის" სერბი ლეგიონერი, ზორან მარუშიჩი, ჩვენი გვერდის, TSFF.GE-ს ინფორმაციით 2022 წლის სეზონიდან, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირსებას აღარ დაიცავს. კლუბიდან წასვლის თაობაზე, მარუშიჩმა, პირადად ჩვენთან, ეროვნული ლიგის დასრულებისთანავე განაცხადა. იმავე დღეს, მან, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობასაც განუცხადა. სხვათა შორის, ამავე პერიოდში, იყო საუბარი, რომ მარუშიჩი კარიერას ბათუმის „დინამოში" გააგრძელებდა. თუმცა, თავად ფეხბურთელი, მხოლოდ „დინამო თბილისიდან" წასვლის შესახებ ლაპარაკობდა.
დღეს კი, მას შემდეგ, რაც ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესოები დასახელდნენ, ჩვენი გვერდი, კვლავ დაუკავშრდა ზორანს და ჰკითხა, რამე ხომ არ შეიცვალა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„მე, 100%-ით გადაწყვეტილი მაქვს, რომ „დინამო თბილისში" არ დავრჩები. ალბათ, იქნება რაღაც სადაო საკითხები, მაგრამ ვიცი, როდესაც ერთი წლის წინ კლუბთან მოვაწერი ხელი კონტრაქტს და მქონდა მოლაპარაკება სეზონის წინ ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა 1+1 კონტრაქტი. ამის შესხებ, ველაპარაკე ზაზას, საშას, კახის. ასე, რომ მათ ეს იციან. მე, კარიერის გაგრძელებას საქართველის გარეთ, უცხოეთში ვაპირებ", - ამბობს ზორან მარუშიჩი, TSFF.GE-სთან გაკეთებულ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ მარუშიჩი დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სრული ფურორის მიზეზი გახდა. ფეხბურთელმა ერთბაშად 4 ნომინაცია: საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ლეგიონერი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია მოიგო. ამას გარდა მარუჩიში ეროვნული ლიგის 2021 წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხდვა (ერთადერთი ლეგიონერი).
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„ამაზე მეტად ბედნიერი, როგორც დღეს ვარ, შეუძლებელია იყო! მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა ჩემს გუნდელს, მეგობარსა და ფანს. მადლობა სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის" - წერს, სერბი ფეხბურთელი, რომელმაც ელიგის ბოლო მატჩის შემდეგ, სერბეთში გამგზავრებამდე იცოდა, რომ ელიგის ვერცხლის მედლის გარდა, მას საქართველოდან ბომბარდირის ტუტული მიჰქონდა, თუმცა პოკერს, ალბათ, ნაღდად არ ელოდა.
„დინამო თბილისის" თავდამსხმელმა სეზონში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩვენი გვერდი, წარმატებას უსურვებს სერბს, ნებისმიერ გუნდში, სადაც არ უნდა გააგრძელოს კარიერა.






ჩვენ
















