
მადლობა მედიას დაფასებისთვის და სპონსორებს თანადგომისთვის - „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" დღეს, ამ ლოზუნგით, 2021 წლის ყველაზე ტიტულოვანმა მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა კახი კახიაშვილმა, გიორგი ასანიძემ, ლაშა ტალახაძემ, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ნინო სალუქვაძემ, გენო პეტრიაშვილმა, გოგიტა აქრანიამ სიმბოლური საჩუქრები იმ ხალხს გადასცეს, რომლებიც წლების მანძილზე მათ ჯანმრთელობასა სპორტულ იმიჯზე და ფინანსურ თუ მატერიალურ სტაბილურობაზე ზრუნავენ.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, რომელიც წლებია სპორტული მედიის წარმომადგენლებთან მეგობრობს და ხშირად მისი თავის სატკივარიც ვხდებით ხოლმე, წლის განმავლობაში, ასოციაციისა და მისი მედიკოსების საქმიანობის პოპულარიზებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა გადაგვიხადა. მადლობა გადაუხადეს ღონისძიების სპონსორებსაც. თუმცა, ამ დღეს, მთავარი მაინც იმ მედიკოსების დაფასება იყო, რომლებზე ხშირად, არც ჩვენ, მედიის წარმომადგენლები ვსაუბრობთ, თუმცა, მათი შრომის გარეშე, ბევრი სპორტული შედეგი, ოცნებების გრძელ ნუსხაში ჩაიწერებოდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მაგალითისთვის ლაშა ბექაურიც საკმარისია - რომ არა ექიმების თავდაუზოგავი შრომა, სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, უბრალოდ, გამოტოვებდა. სპორტული ექიმები, რომლებიც ჩემი პირადი მოსაზრებით, სამხედრო ექიმებს უტოლდებიან, მარტივად, სასწაულებს ახდენენ ბრძოლის ველზე, ამ სიტყვის პირდაპირი, თუ გადატანითი მნიშვნელობით. თუ არ ჩავთვლით პოსტ-ტრავმულ და საკმაოდ შრომატევად, სწორ სარეაბილიტაციო პროცესს, სპორტული ექიმების სწრაფ ქმედებაზე ხშირად, სპორტსმენის სიცოცხლეც კი არის დამოკიდებული. დასტურად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს და კრისტიან ერიქსენის „ქეისს" გაგახსენებთ. არაფერს ვამბობ, ჩვენი ოლიმპიური სამედიცინო გუნდის თავდადებაზე, რომლებიც სულ ბოლო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას სასწაულებს ახდენდნენ (მაგალითად, ანტონ პლესნოის გამოსვლას მახსენდება).

ფოტოზე, დავით ხარაბაძეა. „დინამო თბილისისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი. ადამიანი, რომელთანაც წლებია მიწევს მუშაობა. „დოქტორა" იმ მატჩებზე, სადაც არ უწევს გუნდის ექიმობა, ხშირად ე.წ ფიჩსაიდია - პირი, რომელსაც სპორტსმენის დაშავებისას, მინდვრის გარედან დაკვირვების საფუძველზე, ერთადერთს აქვს უფლება, მსაჯის ნიშნის გარეშე შევიდეს მინდორზე და დაშავებულს დახმარება აღმოუჩინოს... საქართველოში, სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლისისთვის დღეს დავით ხარაბაძე იმ, მედიკთაგან ერთ-ერთი იყო, რომლესაც წლის ჯილდო გადაეცა.
მის გარდა, დღეს კიდევ 14 ექიმი და ექიმ-რეაბილიტოლოგი გამოარჩიეს:
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის საუკეთესო რეაბილიტოლოგი და თანამშრომელი - ფირუზ ტუნაძე
2021 წლის საუკეთესო ექიმი ოლიმპიურ გუნდში - დიმიტრი ბაღათურია
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ გუნდში - გიორგი ჭინჭარაული
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი საჭიდაო სახეობებში - ლაშა ღონღაძე
2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეაბილიტოლოგები - გიორგი მურცხვალაძე და მამუკა გალდავა
2021 წლის საუკეთესო ექიმი პარასპორტში - მაია ახვლედიანი
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი პარასპორტში - ვახტანგ ღოლიჯაშვილი
ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერისთვის ჯილდოვდება ლევან ახალკაცი და დავით ასკურავა
ქართველი ნიჩბოსნების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდოვდება ზაზა აბესაძე
2021 წლის საუკეთესო ფიზიოთერაპევტი - რუსლან ღიბრაძე
საქართველოში, სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოვდება გიორგი ჭუმბურიძე
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
2021 წლის საუკეთესო ექიმი კი გიორგი ლომიძე გახდა.
2021 წლის სეზონის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, დარბაზში შეკრებილებს, წლის ანგარიში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა წარადგინა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |






ჩვენ




















