ქართული სპორტის თბილისური ლეგიონის მცირე ნაწილს, დღეს, საკრებულომ უმასპინძლა
ქართული სპორტის თბილისური ლეგიონის მცირე ნაწილს, დღეს, საკრებულომ უმასპინძლა
30.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / სპორტფოტო

დღეს, თბილისის საკრებულოში, 2021 წლის წარმატებული თბილისელი სორტსმენები დააჯილდოვეს. ღონისძიება, ტრადიციულად, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება და დედაქალაქელ სპოტსმენებს, წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.

„ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერა ყოველთვის იქნება. წლევანდელი წელი ქართული სპორტისთვის მართლაც განსაკუთრებული იყო და ეს თითოეული აქ მყოფი სპორტსმენის დიდი შრომის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოგვიტანს", - ამბობს გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებილოს თავმჯდომარე.


თბილისის საკრებულოში, დაჯილდოებულთა შორის, სხვადასხვა სახეობებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მონაწილენი და გამარჯვებულები, ასევე, ქალთა საფეხბურთო ლიგაში, თბილისური გუნდებიდან ყველაზე წარმატებული გუნდი „კვარტალი" ფულადი ჯილდოებითა და სიმბოლური პრიზებით დაასაჩუქრეს. ქართული სპორტის თბილისურ ლეგიონს, წარმატება დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მოულოცა.





თბილისის საკრებულოს ფოტოები