როცა ხარ გუნდი, მწვრთნელიც ამ გუნდის მოთამაშე ხდები...
როცა ხარ გუნდი, მწვრთნელიც ამ გუნდის მოთამაშე ხდები...
30.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც წლის ბოლოს შედეგებს აჯამებ, ალბათ, ყველაზე წარმატებულად, განსაკუთრებით სათამაშო სახეობებში, სადაც გათამამებულნი არ ვართ, უშუალოდ მედლებისთვის საბრძოლო ეტაპებში მონაწილეობით, ის სახეობა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, პირველად ახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას - მხედველობაში ფეხბურთი გვაქვს და ისიც ეროვნული ნაკრებების დონეზე. ასეთი სახეობა კი, 2021 წელს ფუტსალი იყო. იმ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა, ავთანდილ ასათიანია. თუმცა, ავთუკას, ასე უშუალოდ, როგორც მას, მედიის წარმომადგენლები მივმართავთ, 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, სანაკრებო წარმატებებისთვის არ მიუღია.

„სულ ვიძახი და ახლაც გავიმეორებ, პირადი ჯილდო არის მეორეხარისხოვანი, როცა ხარ გუნდური მოთამაშე. ამ შემთხვევაში, რომ არა ჩემი გუნდის წევრები, ფეხბურთელები, მე ვერ გავხდებოდი საუკეთესო მწვრთნელი. პრიზი, ჩემთვის რაც არის განკუთვნილი, ჩემი მხრიდან იქნება, პირობითად განაწილებული მთელს გუნდზე, მთელს სტაფზე, ვინც მუშაობდა წარმატების მოსაპოვებლად. ეს არის ერთიანი გუნდის მოპოვებული პრიზი", - ამბობს, ავთანდილ ასათიანი, რომელსაც GFF Awards 2021-ზე ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი ერგო.




მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მწვრთნელმა, ეს ჯილდო, საკლუბო საქმიანობისთვის მიიღო, ბუნებრივია, კარზე მომდგარი ევოპის ჩემპიონატის წინ, ჩვენ ეროვნული ნაკრების თემასაც ვერ ავუვლიდით გვერდს. ალბათ გახსოვთ, რომ დეკემბრის მიწურულს, ჩვენმა გუნდმა, თბილისში, ოთხი ტესტ-მატჩი ჩაატარა სერბეთისა და ყირგიზეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ამ მატჩებამდეც და მას შემდეგაც, ასათიანმა ახსნა, თუ რა მიზანი და ამოცანები ჰქონდა კონკრეტულ სპარინგებს. თუმცა, ევროპის ჩემპიონატამდე არასრული ერთი თვით ადრე, ალბათ, არ იქნება ურიგო, კიდევ ერთხელ გავიგოთ, სანაკრებო განწყობა.


„ყველანაირად შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა, ის რესურსი, რაც მქონდა  და რაც იყო ჩაფიქრებული. შეკრებაზე, „დიდი სკამი" გამოვიძახე და ბევრი მოთამაშე. ყველა დავტვირთე, რომ მენახა საქმეში. ნაკრებში, კონკურეენცია არის მომატებული. უნდა ვიცოდე, საქმეში ვინ რას წარმოადგენს და უნდა ვიცოდე, ვიზე შეიძლება გავაკეთრდ აქცენტი, უკვე ვეროპის ჩემპიოინტაზე", - ამბობს ასათიანი.



სხვათა შორის, იმავე დაჯილდოებაზე,  ფუტსალის კლუბი კსუ-სა და ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი ღავთაძე ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მეკარე, ზვიად კუპატაძე კი, 2021 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ. ბუნებრივია, რომ ასათიანი, ევროპის ჩემპიონატზე, ამ ფეხბურთელებზეც გააკეთებს აქცენტებს.


„ევროპას" და ჩვენი ნაკრების ძალას რაც შეეხება, ერთს ვიტყვი, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 28-30 ადგილებს შორის ვტრიალებდით ევროპულ რეიტინგში. დღეს, ეროვნულუ ნაკრები მე-17 პოზიციაიზე. ეს არის პასუხი ჩვენი მუშაობის. იმედი მაქვს, რომ ამ რიტმში გავაგრძელებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც. არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ამ შედეგით და წინსვლაზე ვიფიქრებთ",  - ამბობს ასათიანი.




სფფ-ს სანაკრებო გვედრით გავრცელებული ცნობის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დაწყებამდე, ტურნირისთვის უკვე უშუალოდ მზადების პროცესში, კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.  ჩვენი გუნდი, 15-16 იანვარს, თბილისში, ტაჯიკეთს ნაკრებს უმასპინძლებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩს კი, ავთანდილ ასათიანის გუნდი, 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში გაიმართება. ჩვენი გუნდი, 22, 26 და 29 იანვარს გრონინგენში იასპარეზებს.