
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კალენდარული წლის დაწყება სასიხარული ცნობით გვინდოდა, სპორტი ის სფეროა, სადაც შედეგი მხოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ ჯამდება. ახალი, 2022 წლის პირველი ტურნირი წარუმატებლად დაწყო ქართველი ჩოგბურთელებისთვის. საქართველოს ნაკრები, 1-დან 9 იანვრის ჩათვლით ATPCup2022-ის გათამაშებაში მონაწილეობს. 16 გუნდიან ტურნირში, წილისყრის შემდეგ ჩვენები D ჯგუფში, მოხვდნენ ჯგუფში პირველ ნომრად განთესილი საბერძნეთის, პოლონეთისა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ FedEx ATP-ის რეიტინგის ტოპ 20-დან 18 ATPCup2022-ის გათამაშებაში მონაწილეობს. მათ გვერდით არის, ნიკოლოზ ბასილაშვილიც, ჩვენი გუნდის პირველი ნომერი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა, ATPCup2022-ის გათამაშებაზე კი, მე-14 ნომრად განთესეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, აღნიშნულ ტურნირზე, ბასილაშვილთან ერთად, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე დაიცავენ. ATP Cup გუნდს, აღნიშნულ გათამაშებაზე ახალი წევრი საბა ფურცელაძეც ჰყავს.
პირველი შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა დღეს, არგენტინის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ მშრალი ანგარიშით 3-0 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან ერთეულთა თანრიგში მატჩები დათმეს თითქმის იდენტური ანგარიშით დათმეს, 2 სეტში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, დიეგო შვარცმანთან ანგარიშით 6-1, 6-2 ზუსტად 61 წუთში დამარცხდა. ბასილაშვილის ძლიერ დარტყმებს არგენტინელმა, კარგი ჩაწოდებებით უპასუხა, რამაც საბოლოოდ წარმატება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთი ასაკის არიან, თუმცა ეს მათი პირველი შეხვედრა იყო კორტზე.
დღის მეორე შეხვედრაში, ალექსანდრე მეტრეველი იდენტური ანგარიშით, 6-1, 6-2 ფედერიკო დელბონისთან დამარცხდა. მეორე მატჩი, პირველისგან განსხვავებით, მხოლოდ 4 წუთით მეტხანს გაგრძლელდა. არგენტინელმა, უძლიერესი დარტყმებით, მოახერხა მეტრეველი „ბეისლაინზე" მიეჯაჭვა და საკმაოდ რისკისშემცველი დარტყმებით ეპასუხა. ამას, კი საბოლოოდ ქართველის მარცხი მოჰყვა.
წყვილთა თანრიგში, ზურა ტყემალაძე და გუნდის დებიუტანტი საბა ფურცელაძე, მაქსიმო გონსალესისა და ანდრეს მოლტენის წყვილს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაშიც ჩვენებმა 6-1, 6-2 წააგეს.
ჯგუფის მომდევნო მატჩში, საქრათველოს ნაკრები, 3 იანვარს, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თბილისის დროით 03:00 საათზე, ალექსანდრე მეტრეველი კამილ მაიჩრზაკს დაუპირისპირდება. 04:20 საათიდან, ჰუბერტ ჰურკაჩისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩია ჩანიშნული.
სხვათა შორის ასპარეზობის პირველ დღეს, პოლონეთისა და საბერძნეთის დაპირიპსირება, პოლონელებმა 0-2 მოიგეს. ამ ქვეყნების დაპირისპირებაში, წყვილთა თანრიგში შეხვედრა არ ჩატარებულა. ATP-ს სატურნირო გვერდის ცნობვით, ავსტრალიაში მიმდინარე გათამაშებას, ტრავმის (ნოემბერში მიღებულ ტრავმაზეა ლაპარაკი და სპორტსმენმა ვერ მოახერხა სრული რეაბილიტაცია) გამო სტეფანოს ციციპასი დააკლდა, რომელსაც წყვილთა თანრიგში უნდა ეასპარეზა. შესაბამისად, ამ ქყვეყნებს შორის წყვილთა დაპირიპსირებაც არ შედგა.
მდგომარეობა ჯგუფებში
ტურნირი, რომელიც სიდნეის Ken Rosewall Arena-სა და Qudos Bank Arena-ს კორტებზე მიმდინარეობს, თავდაპირველად 4 ჯგუფში გამოავლენს საუკეთესოებს. სწორედ, ჯგუფებში გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება 1/2 ფინალისტებს, რომლებიც საბოლოოდ მთავარი ტროფეისთვის გააგრძელებენ ასპარეზობას. ტურნირის ფორმატის შესაბამისად, ყველა მატჩის დროს ჩატარდება სამი თამაში, ორი ერთეულთა შორის და ერთიც წყვილთა შორის. აქედან, თავდაპირველად იასპარეზებენ, გუნდების მეორე ნომერი ჩოგბურთელები, შემდეგ, საქმეში პირველი ნომრები ჩაერთვებიან და ბოლოს ჯერი წყვილებზე დადგება.
დაწვრილებით ტურნირის შესახებ
ჩოგბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








