„დინამო თბილისს“ გამარჯვების გოლი ყოფილმა დინამოელმა გაუტანა
„დინამო თბილისს“ გამარჯვების გოლი ყოფილმა დინამოელმა გაუტანა
05.03.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

დღეს, „დინამო არენამ", საქართველოს რიგით 30-ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პირველ მატჩს უმასპინძლა.

თბილისის ''დინამო'', ''რუსთავს'' დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-2 დამარცხდა. სტუმართა რიგებიდან, დინამოელთა კარში გამარჯვების გოლი, იმ ფეხბურთელებმა გაიტანა, რომლემაც თბილისურ კლუბის გამარჯვების ქულები, გასულ სეზონზე მოუტანა.  მატჩში, გამარჯვების გოლი კი ბექა მიქელთაძემ გაიტანა. კიდევ ორი ყოფილი დინამოელი კი რუსთაველთა შორის სასტრატო შემადგენლობაში გამოვიდა. 

„გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტური იყო, თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თბილისის ''დინამო'' კარგი მოწინააღმდეგეა. მიუხედავად იმისა, რომ „დინამო" სახლში თამაშობდა, ჩვენ  შევძელით და გამარჯვებას მივაღწიეთ", - ამბობს ლევან გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ ლევან გეგეჭკორი, „რუსთავში" ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის დასრულებისთანავე გადავიდა. გეგეჭკორის გარდა, რუსთაველთა რიგებში, „დინამოდან" გადაბარგებულმა ნუკრი რევიშვილმა, ბექა მიქელთაძემ ითამაშეს. სათადაროგო სკამზე კი ბექა ქავთარაძე იჯდა.

 

ნინი ვაშაკიძე