
2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება საფეხბურთო სამყაროსთვის. უეფა-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სწორედ ამ წელს ჩატარდება გეგმიური საფეხბურთო ღონისძიებებიც და ისინიც, რომელიც კოვიდ-პანდემიის დროს გადაიტანეს. ამ მხრივ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია, ე.წ. ჰაილაითების სათავეში, უეფა-ს ქალთა ევრო 2022-ს ასახელებს, რომელიც ამ დატვირთულ წელს, პრიორიტეტად აქვს მიჩნეული.
პარალელურად, უეფა, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების ნუსხას აქვეყნებს და დასძენს, რომ მითითებული თარიღები საორიენტაციოა და შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც, მათ შორის წილისყრის თარიღებიც. ამ მომენტისთვის კი, უეფა-ს მთავარ კალენდარში, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირების, ფინალური მატჩების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
6 თებერვალი: UEFA -ს ფუტსალის EURO 2022 (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
12 თებერვალი: FIFA-ს საკლუბო მსოფლიო თასი (აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამირო)
27 მარტი: UEFA-ს ქალთა ფუტსალის EURO (პორტუ, პორტუგალია)
25 აპრილი: UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა (ნიონი, შვეიცარია)
30 აპრილი ან 1 მაისი: UEFA -ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა (რიგა, ლატვია) TBC
15 მაისი: ქალთა შორის U17 EURO (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
18 მაისი: UEFA -ს ევროპა ლიგა (სევილია, ესპანეთი)
21 მაისი: UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა (ტურინი, იტალია) TBC
25 მაისი: UEFA-ს ევროპის კონფერენს ლიგა (ტირანა, ალბანეთი)
28 მაისი: UEFA -ს ჩემპიონთა ლიგა (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
1 ივნისი: U17 EURO (TBC, ისრაელი)
1 ივლისი: U19 EURO (TBC, სლოვაკეთი)
9 ივლისი: ქალთა შორის U19 EURO (TBC, ჩეხეთის რესპუბლიკა)
31 ივლისი: UEFA-ს ქალთა EURO 2022 (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
10 აგვისტო: UEFA Super Cup (ჰელსინკი, ფინეთი)
10 სექტემბერი: UEFA -ს U19 EURO ფუტსალში (ხაენი, ესპანათი) TBC
18 დეკემბერი: FIFA -ს მსოფლიო ჩემპიონატი (ლუსაილი, ყატარი)
უეფა-ს დეტალური კალენდრის სანახავად მიჰყევით ბმულს

2022 წლის ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე უეფა-ს გარდა, აქცენტს ბრიტანელებიც აკეთებენ. ბრიტანული მედია იმედს ამყარებს, რომ მასპინძლის რანგში მოასპარეზე ინგლისის ქალთა ეროვნული ნაკრები, მამაკაცების ნაკრებისგან განსხვავებით, ეცდება უკეთ იასპარეზოს და „სახლში", ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს, მაშინ, როდესაც ნიდერლანდები, ამ ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან. ინგლისელები, იმედს ამყარებენ ელენ უაიტზე, რომელმაც 2 საუკუნის წინ მოღვაწე ამერიკელი მწერალი სეხნიასგან განსხვავებით, თავი ბევრი გატანილი გოლით გაითქვა. ელენი, 2021 წელს ინგლისის გოლეადორი გახდა და იმედოვნებს, რომ ევრო 2022-ზე, ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც დიდ აღიარებას მოუტანს. აქვე, ბრიტანული გამოცემები დასძენენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა ნაკრებმა, ფინალურ ეტაპზე გასვლა პირველად მოახერხა.
მოკლედ, უეფა-ს საკმაოდ დატვირთული წელი აქვს. ამ დატვირთულ წელს კი, ჩვენთვის, ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ფუტსალში, ევრო 2022 არის, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ნაკრებიც მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი, რომელიც აღნიშნული რანგის ტურნირზე პირველად ითამაშებს, სასტარტო შეხვედრას 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ, გრონინგენში გამართავს. ამავე ქალაქში ჩვენი გუნდი 26 იანვარს ბოსნია და პერცეგოვინას, 29 იანვარს კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

სტატია მომზადებულია UEFA.com-ისა და BBC-ს მასალების დახმარებით





ჩვენ








