კიდევ ერთი ლეგენდა, ვიქტორ სანეევი წავიდა...
კიდევ ერთი ლეგენდა, ვიქტორ სანეევი წავიდა...
03.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დაიბადა სოხუმში, წლების მანძილზე ცხოვრობდა თბილისში, გარდაიცვალა ასვტრალიაში. ამ პერიოდიში, მან მოახერხა ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოეგო და აქედან 3 ოლიმპიადის (1968, 1972 -1976) გამარჯვებული ყოფილიყო. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს, ლეგენდარული ქართველი მძლეოსანის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების შესახებ გააკეთა განცხადება.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს", - ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.


***

„საკვირველია, მაგრამ ვიქტორ სანეევს ჟურნალისტები ყურადღებით არ ანებივრებდნენ, არ აწუხებდნენ, „გულს არ უწყალებდნენ". იმდენად იშვიათად აწუხებდნენ, რომ ზოგჯერ ეს სასიამოვნოც აღარ არის, კიდევ უფრო საოცარია, რომ მასალები, ნარკვევები ამ უდიდესი სპორტსმენის შესახებ, მისი ინტერვიუები მეტწილად „იმპორტულია", უცხოეთიდან მოგვდის და მერე ჩვენს პერიოდულ პრესაში ჩნდება", - წერს ქართველი ჟურნალისტი არჩილ გოგელია სტატიაში, რომელიც 1975 წელს ვიქტორ სანეევს მიუძღვნა. ამიტომ, ახლა, როდესაც ქართული სპორტის ლეგენდა სხვა განზომილებაშია, გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მისი სპორტული მიღწევები.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები


    2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე

    1982 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი , ვერცხლის მედალი

    1980 - მოსკოვის ოლიმპიადა, მეორე პრიზიორი

    1976 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

    1976 - ოლიმპიური ჩემპიონი (მონრეალი)

    1975 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული

    1975 - ევროპის თასი, მფლობელი

    1973 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი

    1973 - ევროპის თასი, მფლობელი

    1972 - ოლიმპიური ჩემპიონი (მიუნხენი)

    1971 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი

    1971 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული

    1969 - შრომის წითელი დროშის ორდენი

    1968 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

    1968 - ოლიმპიური ჩემპიონი (მეხიკო)

    1967 - ევროპის თასი, მფლობელი