ATPCup2022-ის მეორე ტურში, ჩვენი გუნდი პოლონელებთან დამარცხდა
ATPCup2022-ის მეორე ტურში, ჩვენი გუნდი პოლონელებთან დამარცხდა
03.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავსტრალიაში მიმდინარე ფედექსის  ATPCup2022-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები პოლონელებთან 3-0 დამარცხდა. ჯგუფის პირველი შეხვედრისგან განსხვევაბით, ცვლილება მოხდა ნაკრებშიც - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე ბაქშიმ ჩაანაცვლა.

წინასწარი განაცხადით, დღეს გამთენისას ალექსანდრე მეტრეველი კამილ მაიჩრზაკს უნდა შეხვედროდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, ჰუბერტ ჰურკაჩისა დაპირისპირებოდა. თუმცა, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. ჰუბერტ ჰურკაჩის ალექსანდრე მეტრეველი დაუპირისპირდა, მაიჩრზაკს კი, ბაქში.


პოლონელებთან მატჩის მეორე შეხვედრაში, ჰურკაჩსა და მეტრეველს შორის,  პირველი სეტი ქართველმა მოიგო, თუმცა საბოლოოდ 3 სეტში დამარცხდა 6-7(5), 6-3, 6-1. პოლონელი აკონტროლებდა ჩაწოდებებს, გააკეთა 16 ეისი და ქულების 80% პირველი ჩაწოდებიდანვე აიღო. ამ დაპირისპირებამდე, პოლონელებს, აქტივში უკვე ჰქონდათ ერთი გამარჯვება, მაიჩრზაკმა, ბაქში 53 წუთსში, ორ სეტში, 6-1, 6-1 დაამარცხა.


პოლონელებთან დაპირისპირების ბოლო შეხვედრაში, წყვილთა თანრიგში, თავდაპირველად, ბაქშისა და ზურაბ ტყემალაძის წვილი დაწინაურდა. ჩვენებმა, პირველი სეტი 6-7(2), მოიგეს, თუმცა, მომდევნო წააგეს 6-2. საკმაოდ დაძაბული გამოდგა ამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, რომელშიც პოლონელებმა  10-6 გვაჯობეს.


სატურნირო მდგომარეობა 2 სათამაშო დღის შემდეგ


ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ჩვენი ჩოგბურთელები 5 იანვარს გამართავენ და საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ATPCup2022-ის ოფიციალურ გვერდზე ამ მომენტში, ციციპასისა და ბასილაშვილის დუელია დაანონსებული. თუმცა, შეგახსენებთ, რომ დღეს, ბასილაშვილის თხოვნით, ჩვენს ნაკრებში ცვლილება მოხდა. შესაბამისად, შედგება თუ არა ციციპასისა (რომელსაც პოსტრავმული პერიოდი აქვს და ამ მიზეზით, პირველი ტურში, პოლონეთთან სათამაშოდ არ გამოვიდა) და ბასილაშვილის დაპირისპირება, უშუალოდ ტურის დღეს გახდება ცნობილი.