დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
05.01.2022
ავტორი: ი.პ.

საქართველოს ნაკრებისა და სერბული „ბორაცის" კალათბურთელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ადრიატიკის ლიგაზე ითამაშა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენელს „იგოკეას" დაუპირისპირდა და 61:88 წააგო.


დუდა სანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 21 წუთი გაატადა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, ასევე 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.


14 ტურის შემდეგ, „ბორაცი" ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 10 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება.