საქართველოს ნაკრები ATP Cup 2022-ის გათამაშებას გამოეთიშა
საქართველოს ნაკრები ATP Cup 2022-ის გათამაშებას გამოეთიშა
05.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP Cup 2022-ის გათამაშებას გამოეთიშა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ჩვენი გუნდი საბეძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩვენებმა დღეს, ერთი მატჩის მოგება მოახერხეს. წყვილთა თანრიგში, ალექსანდრე ბაქშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტმა,  მიხაილ პერვოლარაკისისა და სტეფანოს ციციპასის წყვილი 6-4, 3-6, 14-16 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი პარტია მოიგო.

თუმცა, ეს გამარჯვება თუნდაც, ჯგუფის ბოლო მატჩის მოსაგებად, საკმარისი არ აღმოჩდნა. ერთეულთა თანრიგში, მეტრეველი პერვოლარაკისისთან 3-6, 2-6 დამარცხდა. აი, ამ შეხვედრის მთავარი დაპირისპირება კი, ციციპასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა, პირველივე სეტში, როდესაც ანგარიში 4-1 იყო ციციპასის სასარგებლოდ, ბასილაშვილი საქართველოს ნაკრების გუნდის ზონაში მივიდა და სამედიცინო დახმარება ითხოვა. ქართველმა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო.


გემახსოვრებათ, რომ ბასილაშვილმა ჯგუფის მეორე შეხვედრა, პოლონეთის ნაკრებთან ჯანმრთელობის მიზეზით გამოტოვა, თუმცა, დასკვნითი მატჩისთვის, ის მაინც ემზადებოდა და აცხადებდა, რომ „ყველანაირად შეეცდებოდა ეთამაშა". ბასილაშვილმა კორტზე გავიდა, თუმცა, ავსტრალიაში მიმდინარე ტურნირამდე, გადატანილმა კოვიდმა, თავი შეახსენა. შესაბამისად, სპორტსმენმა ამ ტურნირისთვის სრულად ვერ მოახერხა რეაბილიტირება. სხვათა შორის, ტრავმის შემდეგ, 100%-ით მომზადებულად არ თვლიდა თავს ციციპასიც, რომელმაც  ATP Cup 2022-ის პირველი მატჩი გამოტოვა. ასეა თუ ისე, ამ დაპირისპირებაში, ის ანგარიში დაფიქსირდა, რა მომენტშიც თამაში შეჩერდა და ქულა ბერძნებს ჩაეწერათ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები,  ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგის წყალობით, აღნიშნულ ტურნირზე მეორედ ასპარეზობდა.