ნუკრი რევიშვილი - რუსთაველთა შორის საუკეთესო
ნუკრი რევიშვილი - რუსთაველთა შორის საუკეთესო
05.03.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონზე „დინამო თბილისის" მეკარე ნუკრი რევიშვილი, დღეს, ახლადდაწყებული ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. რუსთაველთა მეკარემ, დიდი მონდომება გამოიჩინა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.  მისი „სეივების" წყალობით, ეროვნული ლიგის ახალმა ბინადარმა, „რუსთავმა", მოქმედი ვიცე-ჩემპიონის დამარცხება შესძლო და აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

„მოედანზე მოსაგებად გავედით, არც ჩვენ გვაქვს ნაკლები ამბიციები. პირველი ტურია და არ გვქონდა დიდი დრო შეთამაშებისთის. ძალიან რთული და დაძაბული თამაში უფრო გამოვიდა ვიდრე სანახაობრივი და ლამაზი. რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ და შევეცდებით უფრო მოვუმატოთ ტემპს" - ამბობს, ნუკრი რევიშვილი მატჩის დასრულების შემდეგ.

საქართველოს 30-ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ''დინამო თბილისსა'' და ''რუსთავს'' შორის, ანგარიშით 1-2, სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა.

 

ნინი ვაშაკიძე