პირველი რაუნდი ფრედ დასრულდა, საპასუხო მატჩი გამარჯვებულს გამოავლენს
პირველი რაუნდი ფრედ დასრულდა, საპასუხო მატჩი გამარჯვებულს გამოავლენს
05.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, ხელბურთში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 22-22 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის ნაკრები შეხვედრის პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას ფლობდა და ეს, ანგარიშზე აისახა. პირველი ტაიმი ჩვენ, ერთი ბურთის სხვაობით, 8-9 წავაგეთ.


მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრები უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდა. თუმცა, მატჩის დამთავრებამდე 3 წამით ადრე, აქტივში არსებული ერთით მეტი გოლი, ჩვენებმა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრაც, როგორც გითხარით ფრედ, 22-22 დარსულდა.


დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემაგდენლობით ითამაშა: გიგა ტორონჯაძე, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ ცინცაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე, უჩა მაისურაძე, ერეკლე არსენაშვილი, რევაზ ჭანტურია, ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია,ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი დიხამინჯია,ლექსო წითელიშვილი.


საქართველოს ნაკრების რიგებიდან, ყველაზე მეტი გოლის გატანა თეიმურაზ ორჯონიკიძემ მოახერხა, მან აქტივში 7 გოლი ჩაიწერა. გოლები გაიტანეს ასევე: ცხოვრებაძემ - 6, კბილაშვილმა - 3, არსენაშვილმა - 2, ჭანტურიამ, აბრამიშვილმა, დიხამინჯიამ და ცინცაძემ (თითო-თითო).


სხვათა შორის, მატჩის მიწურულს შეტევის დროს, ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კბილაშვილმა. მან მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. რამდენად სერიოზულია ქართველი ხელბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ამის შესახებ, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, კომენტარს, ფინეთში გამგზარებამდე გააკეთებს.


შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 9 იანვარს ფინეთში გაიმართება. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის, ჯგუფში გადაინაცვლებს.


მატჩის სრული ალბომი იხილეთ ბმულზე