ფინეთთან საპასუხო მატჩზე - ტრავმირებული მოთამაშის გარეშე
ფინეთთან საპასუხო მატჩზე - ტრავმირებული მოთამაშის გარეშე
08.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 9 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის გასამართად, ჩვენი გუნდი ფინეთში გუშინ გაემგზავრა. ქალაქ ვანტაში, Energia areena-ზე გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე კი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ დანაკლისზე გააკეთა განცხადება.

საპასუხო მატჩზე, საქართველოს ნაკრებს გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენაშვილი და ლექსო წითელიშვილი ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისში, 5 იანვარს გამართულ მატჩში, ტრავმების გამო, მონაწილეობა ვერ მიიღეს ირაკლი ჩიქოვანმა, ხაზეინ რუსტამოვმა და ნიკოლოზ კალანდაძემ. საქართველოს ხელბურთის ოფიციალური გვერდი, არაფერს ამბობს, ირაკლი კბილაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების თბილისური დაპირისპირების დროს, ტრავმა მიიღო და ის თანაგუნდელთა დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან.


შეგახსენებთ, რომ ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის, ჯგუფში გადაინაცვლებს. პირველი დაპირისპირება კი ფრედ, 22-22 დასრულდა.