
საკმაოდ დაძაბული თამაში და 7-ბურთიანი სხვაობა, რამაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ფინეთის ნაკრები გადაიყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მატჩზე, საქართველოს ნაკრებს მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები აკლდა, გუნდმა, ვანტაში მაინც იბრძოლა. ფინელებთან საპასუხო მატჩში, ჩვენი ნაკრები სათამაშოდ, შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: გიგა ტორონჯაძე, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ზურაბ ცინცაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე, უჩა მაისურაძე, ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ სიმონია.
შეხვედრის 23-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა, მხოლოდ 2 ბურთი იყო, 14-12. თუმცა, ამ მომენტის შემდეგ, მასპინძლებმა, ანგარიშის გაზრდა მოახერხეს და პირველი ტაიმი, 18-12 მოიგეს. შეხვედრის ამ მონაკვეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან, ყველაზე შედეგიანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც ფინელთა კარში 3 გოლი გაიტანა 5 მცდელობიდან. უნდა ითქვას ისიც, რომ პირველ ნახევარში, მოწინააღმდეგის კარი, შვიდმა ქართველმა ხელბურთელმა აიღო.
თანაბარ ბრძოლაში წარიმართა შეხვედრის მეორე ნახევარიც. ამაზე, კონკრეტული ტაიმის შედეგიც მეტყველებს - მასპინძლებმა 12 გოლი გაიტანე, ქართველებმა 11. შესაბამისად, მატჩის ბედი, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში გადაწყდა, როდესაც ფინელებმა 6 ბურთით წინ გაჭრა მოახერხეს. საბოლოოდ, შეხვედრა 30-23 დამთავრდა. შესაბამისად, ორი შეხვედრის გამში (პირველი მატჩი თბილისში ფრედ, 22-22 დასრულდა) გამარჯვება ფინეთს დარჩა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 5 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა. მას ერთი გოლით ჩამორჩა თეიმურაზ ორჯონიკიძე. 3-3-ჯერ აიღეს ფინელთა კარი მირიან გავაშელიშვილმა, უჩა მაისურაძემ და სანდრო დარსანიამ. ორ-ორი გოლი გაიტანეს ირაკლი გოგოლაძემ და ზურაბ აბრამიშვილმა. ერთი გოლი კი, ზურაბ სიმონიას ანგარიშზეა.
მატჩის ტექნიკური ოქმი





ჩვენ








