
ჩრდილოეთ კორეის რესბუბლიკას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2022 წლის ბოლომდე უფლებამოსილება აქვს შეჩერებული. შესაბამისად, ჩრდ. კორეა, ისევე, როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერც პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშებზე გააგზავნის გუნდს. მიუხედავად ამის, ჩრდილოეთ კორეის ცაკლეულ სპორტსმენებს, სოკ-ი უფლებას აძლევს მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ, ოლიმპიურ დისციპლინაში.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდ. კორეამ, მათდამი კეთილგანწყობილ მეზობლებს, ჩინელებს ოფიციალურად, წერილობით შეატობინა, რომ ჩრდ. კორეის გუნდი პეკინის ოლიმპიადაზე არ წარსდგება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მზად არიან, ჩინელებს, საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარნონ.
„ჩვენ, მტრულად განწყობილი ძალებისა და მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ოლიმპიურ თამაშებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა, მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა საორგანიზაციო საკითხებში ჩვენს ჩინელ მეგობრებს, რათა ოლიმპიური ფესტივალი, მაღალ დონეზე ჩაატარონ".
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ, 2020 წლის გადავადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღებს. მაშინ, კორეელებს არ სურდათ, მათ ქვეყანაში, სადაც კორონა ვირუსის მხოლოდ 1 შემთხვევა იყო დადასტურებული, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში იასპარეზებდნენ Covid-19-ით დაავადბულიყვნენ და შემდეგ, ვირუსი საკუთარ ქვეყანაშ გაევრცელებინათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის ახალი შტამების გამო, 2021 წლის ბოლოს, მთელ რიგ ტურნირებზე, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა შეზღუდეს. გავრცელდება თუ არა, შეზღუდვები პეკინი 2022-ის შემთხვევაში, ქვეყნებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის სიაში არიან, უახლოეს ხანს გაირკვევა.





ჩვენ








